მედეას განდევნა
"მე მსურს, რომ ფრიდას აღარ მიუტანონ ის ცხვირსახოცი, რომლითაც საკუთარი შვილი გაგუდა!" - ამბობს "ოსტატი და მარგარიტას" ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პერსონაჟი, მარგარიტა. თუ განვიხილავთ ფრიდას პერსონაჟს, დავინახავთ, რომ საბჭოთა კავშირის მოძულე მიხეილ ბულგაკოვი შესაძლოა თავისდაუნებურად გენდერთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემატიკას ეხება: ქალის, როგორც იმ "პირველადი ფუნქციის" მატარებლის, რომელიც დედის როლს მოიაზრებს. მარგარიტა ემიჯნება კრიტიკას, რომელიც ქალის, მხოლოდ როგორც დედის პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო მამის, როგორც აღმზრდელის როლი აბსოლუტურად უგულებელყოფილია.
ტარკოვსკი, როგორც სექსისტი
რუსეთის ისტორია, სოციალურად, პოლიტიკურად თუ ხელოვნებაში, ყოველთვის გარკვეულ დოგმატიკაში იყო გატარებული. მე-19 საუკუნეში, არა პოლიტიკურ-სოციალური ინფორმაციის მედიუმი, არამედ გასართობი ჟურნალი "სევერნაია პჩელაც" კი ცენზურის პროდუქტად ჩამოყალიბდა და პუშკინის და გოგოლის კრიტიკას უთმობდა ფურცლებს. ეს დოგმატურობა ასევე ყოველთვის გამოირჩეოდა სექსიზმით, ჰომოფობიით, რელიიგის მიერ დეკლარირებული რწმენა-წარმოდგენებით, რამაც საბჭოთა კავშირის იდეოლოგიაზეც კი იქონია გავლენა. რუსული იდეოლგიისა და კულტურის შვილს წარმოადგენს ანდრეი ტარკოვსკი. მიუხედავად იმისა, რომ ამ კულტურამ გვიბოძა ისეთი რეჟისორები, როგორიცაა ეიზენშტეინი, ძიგა ვერტოვი და საფუძველი ჩაუყარა ისეთ მიგნებებს კინოში, როგორიცაა კულიოშოვის ეფექტი და ტარკოვსკის პოეტური ძიებები, ცენზურამ და ტოტალიტარული რეჟიმის იდეოლოგიამ მაინც იქონია გავლენა ამ უკანასკნელზე.


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის