"სანამ ამ ქვეყანაში ერთ ქალს მაინც ესვრიან ქვას, ჩვენ ყველანი გადავეფარებით ერთმანეთს, დებო!"
კატო მიქელაძის პრემიის დაჯილდოების მერე ყოველი წუთი ისეთი ემოციურია ჩემს ცხოვრებაში, აქამდე ვერაფრის დაწერას მოვაბი თავი. ახლაც ვერ ვწერ ბევრს... დაჯილდოებიდან რომ ვბრუნდებოდი სახლში, შემეშინდა მიწისქვეშაში ჩასვლა, არავინ დამხვდეს მოცლილი და ეს დღესასწაული არ ჩამაშხამოს მეთქი. ზემოდან გადავედი ტრასაზე. წუთნახევარში მოასწრეს და "მადონა, ლუბა, ლეილა" ყველა სახელი დამიძახეს და ქვები დამიშინეს. მაგრამ მე ვიცი, რომ სანამ ამ ქვეყანაში ერთ ქალს მაინც ესვრიან ქვას, ჩვენ ყველანი გადავეფარებით ერთმანეთს, დებო!


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან