მოსამართლის მივლინების გამო 2013 წლის 17 მაისის საქმე გადაიდო
23 07 2016

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისის საქმეზე დღეს ჩანიშნული პროცესი, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იყო მოსალოდნელი, 2016 წლის 21 სექტემბრამდე გადაიდო. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი მოსამართლე გერონტი კახეთელიძის მივლინება გახდა.

შეგახსენებთ, 2015 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლის საფუძველზე ბრალდებული სამი მოქალაქე და ერთი სასულიერო პირი გაამართლა. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან