სასტუმრო კოლხეთის მიმდებარედ, ბარში ტრანსგენდერი ქალი არყის ბოთლით დაჭრეს
08 07 2016
გუშინ, 6 ივნისს, საღამოს საათებში სასტუმრო "კოლხეთის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ.
როგორც "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" (WISG) ადვოკატი ციალა რატიანი ამბობს, დანაშაული ჩადენილია ტრანსფობიური სიძულვილის ნიადაგზე; დაზარალებულს თავდამსხმელი ეკითხებოდა რომელი იყო მისი გენდერული იდენტობა, რის შემდეგაც მას არყის ბოთლით საფეთქლის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
 
ამჟამად მსხვერპლს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
 
მომხდარზე შსს-მ დაიწყო გამოძიება. საქმე აღძრულია 125 მუხლით (ცემა), რაც დაჯარიმებას ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"