"ვისგის" დაცვის ქვეშ მყოფი ლგბტ აქტივისტების მიმართ სასამართლომ საქმე შეწყვიტა
18 05 2016

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ჭალიძემ განიხილა 16 მაისის ღამეს დაკავებული ორი ლგბტ აქტივიტის საქმე. აღნიშნული პირების მიმართ მოსამართლემ საქმე შეწყვიტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 45-ე (ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) და 173- ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება ) მუხლებში.

ვ. ტ-შვილის ინტერესებს წარმოადგენდა WISG-ის იურისტი, ხოლო გ.დ-შვილის ინტერესებს წარმოადგენდნენ WISG-ის და EMS-ის იურისტები. როგორც WISG-ის იურისტი, ციალა რატიანი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ პოლიციამ დაკავებულების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მუხლი მას შემდეგ გამოიყენა, როცა აქტივისტებს ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდათ. თუმცა სასამართლომ დაკავებულების მიმართ საქმე პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ნაწილშიც შეწყვიტა.

რაც შეეხება 16 მაისის ღამეს დაკავებულ დანარჩენ ათ აქტივისტს, მათგან სამი დაკავებულის სასამართლო სხდომა ისე გადაიდო, რომ სასამართლო პროცესი დღეს არც ჩატარებულა; ექვსი მათგანის პროცესი 20 მაისის, ერთი აქტივისტის პროცესი კი 30 მაისს ჩატარდება.



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება