ღონისძიებები, რომლითაც ხვალ ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღე აღინიშნება
30 03 2016

31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი, პირველად, 2009 წელს აღინიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში - 2009 წლის 31 მარტს, მიჩიგანში, პირველად ჩატარდა აქცია, რომლის მონაწილეებიც თავიანთი იდენტობის აღიარებასა და დაცვას მოითხოვდნენ. მესიჯი, რომლის გადმოცემაც აქტივისტებს ამ აქციით უნდოდათ, შემდეგნაირად ჟღერს: “ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვართ ტრანსგენდერი ადამიანები, ჩვენ ვიმსახურებთ სრულფასოვან ცხოვრებას და არ უნდა გვეშინოდეს ამის!”. უკვე მეშვიდე წელია, 31 მარტს ლგბტქ აქტივისტები საზოგადოების ყურადღებას ტრანსგენდერებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, პრობლემებსა და საჭიროებებზე მიაპყრობენ.

ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეს ლგბტ ორგანიზაციები: „ვისგი“, „თემიდა“, „ლგბტ საქართველო“  და "იდენტობას" ქუთაისის ოფისი სხვადასხვა სახის აქტივობებს გეგმავენ.

„ვისგი“ (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეს, საღამოს საათებში ვაკის პარკში აღნიშნავს, სადაც მსურველებს ფოსთქარდები, თემატური სტიკერები და ფლაერები დაურიგდებათ.

არასამთავრობო ორგანიზაციები "ლგბტქი ასოციაცია-თემიდასა" და "ლგბტ საქართველოს" ორგანიზებით ხვალ „ფრონტლაინ ჯორჯიაში“, ტრანსგენდერთა ხილვადობასთან დღესთან დაკავშირებული კონფერენცია გაიმართება, რომელიც 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გაგრძელდება. კონფერენციაზე მომხსენებლები ისეთ თემებზე ისაუბრებენ, როგორიცაა  ტრანსგენდერ ადამიანთა იურიდიული მდგომარეობა საქართველოში, ტრანზიციის პროცესის სამედიცინო საკითხები, ტრანს-ფემინიზმი და სხვ.

ტრანსგენდერთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს ხვალ "ინდეტობას" ქუთაისის" ოფისიც, სადაც ფილმის "დანელი გოგონა" ჩვენება გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობაზე იმსჯელებენ და გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალებს, საბი ბერიანს და ბიანკა შიგუროვას გაიხსენებენ.



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან