ალა პარუნოვა: კლასის, გენდერის და სექსუალობის კვეთისას ჩაგვრა მძაფრდება
09 03 2016
„საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ ვუერთდებით „ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფისა“ და სხვა მოძრაობებისა თუ ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სარვამარტო მსვლელობას, რომელიც წელს შრომით უფლებებს ეთმობა. მაშინ, როდესაც სახელმწიფო მკაცრად განსაზღვრულ ნეოლიბერალურ პოლიტიკას ახორციელებს ქვეყანაში, ირღვევა დასაქმებულთა უფლებები, და ხშირად სიცოცხლეც კი საფრთხის ქვეშაა (ამის ნათელი მაგალითია ტყიბულის მეშახტეების გაუსაძლისი სამუშაო პირობები). ხოლო, როდესაც ადამიანის კლასი ასევე იკვეთება ისეთ კატეგორიებთან, როგორიცაა გენდერი, სექსუალობა თუ სხვა, ეს ჩაგვრა უფრო მძაფრდება. ამასთან, დასაქმებული ქალები ორმაგი წნეხის ქვეშ არიან, რადგანაც სამსახურში შრომის გარდა მათ ასევე ოჯახში შრომაც უწევთ, რომელიც არა თუ არ ანაზღაურდება, არამედ საერთოდ არ აღიქმება სამუშაოდ. მძაფრ კულტურულ სტერეოტიპებთან გამკლავება უწევთ ლესბოსელ და ბისექსუალ ქალებს, რაც არასათანადო და დისკრიმინაციულ სამუშაო გარემოს უქმნის მათ. ტრანსგენდერი ადამიანები კი გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად იჩაგრებიან არსებული გენდერული ნორმების რღვევის გამო, ასევე, დაუხვეწავი კანონმდებლობის გამო მხოლოდ დაბალანაზღაურებად სამსახურებში თუ ახერხებენ დასაქმებას.
აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ჩაგრული ფენების უფლებები, აღმოფხვრას ის უთანასწორობა, რომელიც მყარდება ეკონომიკური, იურიდიული, კულტურული თუ სოციალური ფაქტორებით. სახელმწიფო ვალდებულია შემოიღოს ქმედითი შრომითი ინსპექცია, აღმოფხვრას შრომით კოდექსში არსებული უზუსტობები და ის ქმედით დოკუმენტად აქციოს, განათლების სისტემის გაუმჯობესებისა თუ დახვეწის მეშვეობით შეეწინააღმდეგოს იმ სტერეოტიპებს, რომლებიც ამყარებენ ქალთა მიმართ ჩაგვრას.

ალა პარუნოვა, "ახალგაზრდა მწვანეები". 8 მარტი. 2015 წელი.



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება