ILGA-Europe საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივაზე განცხადებას ავრცელებს
04 04 2014
გასულ კვირას, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მორიგი ევროპელი პოლიტიკოსი გახდა, რომელმაც ერთი სქესის პარტნიორებს შორის ქორწინების აკრძალვა ქვეყნის კონსტიტუციის დონეზე მოითხოვა.

ზემოხსენებული ინიციატივა ღარიბაშვილმა ანტი–დისკრიმინაციულ კანონზე საუბრისას წარადგინა და განაცხადა, რომ: „რადგან შესაძლოა იყოს განსხვავებული მიდგომები და არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება,გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.“

გასული წლების მანძილზე, ევროპის კონტინენტმა ერთი სქესის პარტნიორებს შორის ქორწინების ამკრძალავი რამდენიმე კონსტიტუციური ცვლილება ნახა, მათ შორის, ევროკავშირის წევრ სამ ქვეყანაში: ხორვატიაში, უნგრეთსა და ლატვიაში. ევროპის 13 ქვეყანაში კონსტიტუცია დე ფაქტო კრძალავს ქორწინების თანასწორობას, განსაზღვრავს რა მას, როგორც ქალსა და კაცს შორის კავშირს.

ILGA-Europe-ს აღმასრულებელი დირექტორის ეველინ პარადის აზრით: „კონსტიტუციური აკრძალვები უაღრესად სიმბოლური ზომაა კანონში დისკრიმინაციის გასამართებლად და ერთი სქესის წყვილების უფლებათა აღიარების თაობაზე დებატების თავიდან ასაცილებლად. ცოტაა ისეთი ქვეყანა, სადაც ქორწინების თანასწორობას კონსტიტუცია კრძალავს და ერთი სქესის წყვილებს რაიმე სახის უფლება ენიჭებათ. ამგვარად, ასეთი აკრძალვები წარმოადგენს მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება იმ ადამიანების მიერ, ვინც ლგბტი ადამიანების თანასწორუფლებიანობას ეწინააღმდეგება და მათი დისკრიმინაციის ინსტიტუციონალიზაციას ცდილობს. ასეთი ქმედებებით, პოლიტიკური ლიდერები და რიგითი პოლიტიკოსები აღვივებენ ჰომოფობიას და ნდობას უცხადებენ ჯგუფებს, განსაკუთრებით, რელიგიურ ექსტრემისტებს, რომლებიც ანტი-გეი რიტორიკას საზოგადოებაში გავლენის მოსაპოვებლად იყენებენ. მოვლენების მსგავსი განვითარება მკვეთრად მოდის წინააღმდეგობაში პროგრესთან, რომელსაც ევროპულმა ლგბტი მოძრაობამ მიაღწია ლგბტი ადამიანების უფლებათა აღიარების დონის სწრაფი ზრდის თვალსაზრისით ეროვნულ, ევროპულ და საერთაშრისო ინსტიტუციებში. საქართველოს მთავრობის მოცემული ინიციატივა არათანმიმდევრულია ყველა იმ დადებით ცვლილებასთან მიმართებაში, რომელიც საქართველომ გასულ წლებში განახორციელა, 2000 წელს ჰომოსექსუალური ქცევის დეკრიმინალიზაციით დაწყებული და სხვადასხვა კანონებში სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული ანტი-დისკრიმინაციული ჩამატებების ჩათვლით.“

ILGA-Europe მოუწოდებს საქართველოს მთავრობას არ დაუჭიროს მხარი ზემოხსენებულ ინიციატივას და განაგრძოს სწორი მიმართულებით სვლა ყოველი მოქალაქისათვის კანონით თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფის მეშვეობით. „დროა პრემიერ მინისტრმა ღარიბაშვილმა წერტილი დაუსვას საზოგადოებაში უარყოფით დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანებისადმი, მისი ფრთაშესხმის ნაცვლად,“ აცხადებს ეველინ პარადი.



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის