ავსტრიაში გეი წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანა იოლდება
16 01 2015
ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გეი წყვილები იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, რომლებიც ჰეტეროსექსუალ წყვილებს გააჩნიათ ბავშვის შვილად აყვანის პროცესში. გადაწყვეტილების მიღებამდე, გეი წყვილებს ბავშვის შვილად აყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ ერთ-ერთი მათგანი ბავშვის ბიოლოგიური მშობელი იყო. გადაწყვეტილებას მთავარი მოსამართლე გერჰარტ ჰოლცინგერი შემდეგნაირად ასაბუთებს: „არ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც მხოლოდ მშობლების სექსუალურ ორიენტაციაზე დაყრდნობით, გაამართლებს საკითხის განსხვავებულ რეგულაციას.“ მან ასევე განაცხადა, რომ შვილის აყვანის უფლების შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპულ  კონვენციასთან. ქორწინების უფლება გეებს ავსტრიაში ჯერ კიდევ არ აქვთ, თუმცა, წყვილები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და დარეგისტრირებულნი არიან, ბევრი უმ უფლებით სარგებლობენ, რომლებიც ჰეტეროსექსუალ წყვილებს გააჩნიათ. წყარო


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის