ანჯელინა ჯოლი და ბრედ ბიტი გენდერულად არაკონფორმული შვილების მშობლებს მაგალითს აძლევენ
25 12 2014
ანჯელინა ჯოლის უფროსი ბიოლოგიური შვილი, რომელსაც დაბადებისას მდედრობითი სქესი მიენიჭა, დედის მხარდასაჭერად წითელ ხალიჩაზე შარვალ კოსტიუმითა და მოკლე, „ბიჭური“ ვარცხნილობით გამოდის. პიტი და ჯოლი წლებია არ მალავენ შვილის დაინტერესებას ყველაფრით, რაც მასკულინურად მიიჩნევა. 2008 წელს მიცემულ ინტერვიუში ბრედ პიტმა განაცხადა, რომ შაილოს ურჩევნია თუ მას ჯონს დაუძახებენ. 8 წლის შვილის გადაწვეტილებებს, იქნება ეს ტანსაცმლის, ვარცხნილობის თუ სახელის არჩევანი, ოჯახი სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ჯოლიმ შვილის სურვილი, რომ „იყოს ბიჭი“, ჯერ კიდევ 2010 წელს გააჟღერა და თქვა, რომ ჯონს ყველაფერი „ბიჭური“ მოსწონს და ფიქრობს, რომ ერთ-ერთი ძმათაგანია. Telegraph-მა ჯოლი-პიტის ოჯახის ისტორია სამაგალითო შემთხვევად გამოიყენა იმ მშობლებისთვის, რომლებმაც არ იციან როგორ მოიქცნენ, როცა მათი შვილები გენდერულ არაკონფორმულობას გამოხატავენ. Telegraph-ი ესაუბრა კლინიკურ ფსიქოლოგ ლინა ბლეარს, რომელმაც დაადასტურა, რომ ყველაზე კარგი, რაც ამ დროს მშობლებს შეუძლიათ გააკეთონ, არის მიბაძონ ჯოლი-პიტის მაგალითს და შვილს საშუალება მისცენ საკუთარ იდენტობაში თავად გაერკვნენ. წყარო


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის