ესტონეთის პარლამენტმა თანაცხოვრების შესახებ კანონი მიიღო
10 10 2014
პრეზიდენტის ხელმოწერის შემთხვევაში, „თანაცხოვრების აქტი“ ძალაში 2016 წელს შევა და ერთად მცხოვრებ წყვილებს, მიუხედავად პარტნიორების გენდერისა, მათი ურთიერთობის ოფიციალურად დარეგისტრირებისა და ქორწინებით გათვალისწინებული ფინანსური ბენეფიტების მიღების საშუალებას მისცემს. კანონის საბოლოო ვერსია ბავშვის შვილად აყვანის უფლებასაც აძლევს ერთად მცხოვრებ, დაუქორწინებელ წყვილებს. ამ კანონს გავლენა არ მოუხდენია ქორწინების არსებულ განსაზღვრებაზე, რომლითაც ქორწინება ქალსა და კაცს შორის არსებულ კავშირად განისაზღვრება. კანონის მიღებას წინ უძღოდა საპროტესტო აქციები, პეტიციები და კამპანიები სოციალური მედიის გამოყენებით. ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და მმართველი პარტიის წარმომადგენელმა კრისტენ მიქალმა განაცხადა, რომ ამ აქტის მიღებამ ესტონელების გონება-გაუხსნელობის შესახებ მითი გააქარწყლა. მემარჯვენე კონსერვატიული ფრაქციის წარმომადგენელმა კაია ივამ კანონის ინიციატორებს არაკეთილსინდისიერებაში დასდო ბრალი და განაცხადა რომ, მესამე მოსმენის დროს კანონპროექტის ვერსია შეიცავდა ფრაზას, რომელიც შვილად აყვანის შესაძლებლობას უშვებს, რაც მისი თქმით თავდაპირველ ვერსიაში არ ყოფილა. წყარო


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი