სოჭის მერი : ამ ქალაქში გეი ადამიანები არ არიან
30 01 2014
სოჭის მერმა, ვლადიმერ პუტინის პარტიის წევრმა ანატოლი პახმოვმა ბიბისისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გეი ადამიანებს მიესალმება იმ შემთხვევაში, თუ ისინი პატივს სცემენ რუსეთის კანონებს და „მათ ჩვევებს ხალხის წინაშე არ გამოამზეურებენ.“ კითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გეი ადამიანებს სოჭში მოუწევთ ორიენტაციის დამალვა, მერმა უპასუხა : არა, ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ეს თქვენი საქმეა, თქვენი ცხოვრებაა, მაგრამ კავკასიაში ამას არ მიესალმებიან და ჩვენს ქალაქში ისინი არ არიან.“ ოპოზიციის ლიდერმა ბორის ნემცოვმა განაცხადა, რომ პახამოვის განცხადებაზე ეცინება : „როგორც ვიცი, სოჭში რამდენიმე გეი კლუბი არსებობს. რითი არსებობს? რატომ არ კოტრდებიან ისინი?“ მერმა დასძინა, რომ ის არ იყო დარწმუნებული სოჭში გეი ადამიანების არ არსებობაში : „ დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მე არცერთს არ ვიცნობ“ წყარო


ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია