"თვითკმაყოფილების დრო არაა!"
11 12 2013
"ილგა-ევროპის" განცხადება ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით სამოცდახუთი წლის წინ, გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც ისეთი მსოფლიოს პირობას იძლეოდა, სადაც აღიარებულია, რომ „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით.“ სამწუხაროდ, ამ პირობის შესასრულებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ადამიანის უფლებათა შელახვა, მათ შორის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანს და ინტერსექს (ლგბტი) ადამიანთა წინააღმდეგ ძალადობა ევროპასა და მთელ მსოფლიოში, ჯერ კიდევ სისტემატურია და ხშირად იმ ქვეყნებში ხდება, სადაც სახელმწიფოებს დეკლარაციაზე ხელი აქვთ მოწერილი:
  • ტრანს ადამიანების მკვლელობა მათი გენდერული იდენტობის გამო დღესაც ხდება
  • არასაჭირო სამედიცინო ჩარევები ინტერსექს ადამიანთა გენდერის ‘ნორმალიზებისთვის’ ჯერ კიდევ პრობლემაა
  • ევროპული ქვეყნების ნაწილი ლგბტი ადამიანების დემოკრატიული უფლების, შეკრების, გამოხატვისა და ორგანიზების თავისუფლების შელახვას კვლავ ახდენს
ევროპაში დღეს შემაშფოთებელ ტენდენციებს ვხედავთ სოციალური კონსერვატიზმის, პოპულიზმის, რელიგიური ექსტრემიზმის მიმართულებით, რაც ადამიანის უფლებებს საფრთხის ქვეშ აყენებს. შედეგად, უკვე გავხდით მომსწრენი ადამიანის უფლებათა საკითხის რეფერენდუმის გზით, ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტის. პერსონალური შეხედულებები სხვათა უფლებების დარღვევისთვის გამოიყენება. რამდენიმე კვირაში ილგა-ევროპა ევროპული არჩევნების 2014 წლის კამპანიას იწყებს. ეს ჩვენთვის შანსია მოქმედებისა და დროის გონივრულად გამოყენებისთვის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ევროპა ადამიანის უფლებებს იცავდეს: არა მხოლოდ განცხადებებითა და დეკლარაციებით, არამედ ქმედებებითაც. მხოლოდ არჩევნებში აქტიური მონაწილეობითა და კანდიდატებთან მუშაობით შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირის დღის წესრიგში ადამიანის უფლებები მნიშვნელოვან ადგილს შეინარჩუნებს. ადამიანის უფლებათა დღე შეგვახსენებს, რომ დროა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლისა და მოქმედებისთვის. ნელსონ მანდელას სიტყვებით, „დროს გონივრულად უნდა ვიყენებდეთ და მუდამ ვაცნობიერებდეთ, რომ მართებული მოქმედებისთვის დრო ყოველთვის მწიფეა“ წყარო


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"