გეი მოზარდის ხსოვნას მიძღვნილმა ცისარტყელას განათებებმა დავა გამოიწვია
10 12 2013
რომის ცენტრალური ქუჩის ცისარტყელას ფერებში განათებამ დავა გამოიწვია.  ლგბტ უფლებების კამპანიის ჯგუფის ხელმძღვანელმა და ადგილობრივი საკრებულოს წევრმა იმა ბატალიამ განაცხადა, რომ განათება რომში გეი მოზარდის თვითმკვლელობას მოჰყვა და ჰომოფობიის წინააღმდეგაა მიმართული. მემარჯვენე პარტია („იტალიერლი ძმები“) გადაწყვეტილებას „პროვიკაციულს და იდეოლოგიურს“ უწოდებს და მოითხოვს განათების შეცვლას იტალიის დროშის სამი ფერით. ინსტალაციის ავტორმა კომპანიამ დაპირისპირების განმუხტვა ცადა და მისმა ხელმძღვანელმა ლაურა როსიმ განაცხადა, რომ განათებები ანტი-აპარტეიდის ლიდერ ნელსონ მანდელას ხსოვნას მიეძღვნება და „ამ გზით სიყვარულის, ტოლერანტობის და ერთიანობის მესიჯები უფრო ძლიერი გახდება.“ წყარო


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი