AWID–ის საერთაშორისო გამგეობის წევრად სექს მუშაკი აირჩიეს
05 02 2013

ქეი თი უინი (Kay Thi Win) ორგანიზაცია AWID–ის საერთაშორისო გამგეობის წევრად აირჩიეს. მისი ჩართვა AWID –ის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში დიდი ნაბიჯია სექს მუშაკებსა და უფრო ფართო ფემინისტურ მოძრაობას შორის ხიდის გადებისკენ. სექს მუშაკების ჩართვა გასულ წელს, სტამბულში ჩატარებულ AWID–ის მეთორმეტე საერთაშორისო ფორუმზე ქალთა უფლებების შესახებ, ისევე, როგორც ქეი თის ძლიერი გამოსვლა, რომელმაც უბიძგა დამსწრე საზოგადოებას სექს მუშაკებისადმი სოლიდარობა გამოეჩინათ, ეჭვგარეშე წარმოადგენს ნიშანს იმისა, რომ მოხდება ქალთა მოძრაობის ყველა სექტორში შინაარსიანი ჩართვა და მათი ერთმანეთთად დაკავშირება. წყარო: http://apnsw.wordpress.com/2013/01/31/sex-worker-elected-to-the-international-board-of-awid-for-the-first-time-ever/


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის