ფლორიდაში გეი წყვილებისთვის შვილად აყვანის აკრძალვა გაუქმდა
24 10 2010

ფლორიდაში ჰომოსექსუალი მშობლების მიერ შვილად აყვანის 33 წლიანი აკრძალვა პარასკევს გაუქმდა.

საქმე ეხება ფრენკ მარტინ ჯილს, რომელმაც სასამართლოში იჩივლა იმის გამო, რომ მას დროებით მეურვეობაში მყოფი ორი ბიჭი წაართვეს. ბავშვები 6 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ ჯილთან და მის პარტნიორთან ერთად და წყვილს მათი შვილად აყვანა სურდა.

ჯილმა განაცხადა: ”ყველა ბავშვი იმსახურებს სტაბილურ, მოსიყვარულე და მუდმივ კერას. 33 წელზე მეტი ხნის ამ აკრძალვამ, ამ არქაულმა კანონმა უამრავი ბავშვი დაჩაგრა, წაართვა რა მათ სტაბილური ოჯახი.”

წყარო:http://news.pinkpaper.com/NewsStory/4126/23/10/2010/floridas-33-year-ban-on-gay-adoption-ended.aspx



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება