: ფოტო: რობინ ჰამონდი
სტიპენდია ლგბტქი+ ფოტოგრაფებისთვის: სადაც სიყვარული უკანონოა
02 02 2022

წარმოგიდგენთ პლატფორმა "სადაც სიყვარული უკანონოა"-ს მიერ ლგბტქი+ ფოტოგრაფებისთვის სასტიპენდიო კონკურსის განცხადების თარგმანს:

სადაც სიყვარულია უკანონოა" (Where Love Is Illegal) აზიარებს ლგბტქი+ დისკრიმინაციისა და გადარჩენის ამბებს მთელი მსოფლიოდან. ჩვენ შევქმენით "სადაც სიყვარული უკანონოა", რადგან გვჯერა, რომ ამბებს აქვთ ძალა დაანგრიონ ბარიერები, რომლებიც საზოგადოებებს ჰყოფს.

ამბების გაზიარებისას მნიშვნელოვანია, ვინ აკონტროლებს თხრობას. მარგინალიზებულ თემთა ისტორიებს ხშირად ყვებიან გარეთ მყოფნი და იშვიათად მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანები. სტიპენდია "სადაც სიყვარული უკანონა" შეიქმნა ლგბტქი+ ფოტოგრაფებისთვის, ისეთი ნარატივების მხარდასაჭერად, რომლებიც განმსაზღვრელია ქვიარ თემებისთვის.

ეს ჯილდო სტიპენდიანტებს საშუალებას მისცემს შექმნან ორიგინალური ფოტოგრაფიული ნამუშევარი და ჩაწერონ ჩვენებები ქვიარ გამოცდილების შესახებ.

წარმატებული აპლიკანტები წარმოაჩენენ ორიგინალურ ხედვას და ღრმა გაგებას პერსონალური თხრობის მნიშვნელობის შესახებ.

სამი გრანტი გადაეცემა სამ სტიპენდიანტს - ერთი 5000 აშშ დოლარის და ორი 2500 აშშ დოლარის ოდენობით.

გრანტები განკუთვნილია ახალი ნამუშევრების წარმოებისთვის, ან არსებული პროექტის გაგრძელების მხარდასაჭერად. Witness Change (არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დგას "სადაც სიყვარული უკანონოა"-ს უკან) იმუშავებს პარტნიორებთან და სოციალურ მედიაში, რათა უზრუნველყოს ნამუშევრების წვდომა ფართო აუდიტორიებთან მთელს მსოფლიოში.

სასტიპენდიო პერიოდის დროს შექმნილი ნამუშევარი უნდა შეიცავდეს პერსონალურ მონათხრობს/ჩვენებებს ფოტოებზე გამოსახული ადამიანებისგან. სტიპენდიის მისაღებად გეოგრაფიული არეალი შეზღუდულია აფრიკაში, ევროპაში ან ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ნამუშევრებისთვის, მაგრამ ფოტოგრაფებს განაცხადის შეტანა მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან შეუძლიათ. უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვისაც კავშირი აქვს იმ ზონასთან, სადაც გადაღება მოხდება.

აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ წინა ფოტოგრაფიული ნამუშევარი და საპროექტო წინადადება ევროპის, აფრიკის ან ახლო აღმოსავლეთის ქვიარ თემთა ისტორიების გასაზიარებლად.

მონაწილეობა უფასოა და განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 14 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის შესატანად, გადადით ბმულზე: https://witnesschange.org/the-where-love-is-illegal-fellowship



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია