კატეგორიის არქივი: მსოფლიო

სიყვარული არის ადამიანის უფლება “fiveFilms4freedom”

facebook-fivefilms-V2მსოფfacebook-fivefilms-V1ლიოს პირველი გლობალური ონლაინ ლგბტ (LGBT) კინო ფესტივალი პირველად 2015 წელს ჩატარდა. მაშინ BFI’s Flare Festival-ის ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ყველგან და ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. ადამიანებმა მთელი მსოფლიოდან ნახეს ფილმები და ისინი გაერთიანდნენ იმის სათქმელად, რომ სიყვარული არის ადამიანის უფლება. მილიონობით ადამიანმა 135 ქვეყნიდან გამოთქვა საკუთარი აზრი სოციალურ მედიაში #FiveFilms4Freedom ჰაშთაგის გამოყენებით
წელს, BFI’s Flare Festival ფესტივალი ისევ 16 მარტს იწყება და 26 მარტის ჩათვლით ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შესაძლებლობა ეძლევათ ონლაინ სრულიად უფასოდ ნახონ ფესტივალის ხუთი ფილმი www.bfi.org.uk/Flare

 

თურქეთში ტრანსი ქალის, ჰანდე კადერის წამებით მკვლელობას მასობრივი აქციებით პასუხობენ

აქციის მონაწილე, წარწერით “მინდა, რომ ვიცოცხლო”, სტამბოლი, 2016

ტრანსგენდერი აქტივისტის და სექს-მუშაკის, ჰანდე კადერის მკვლელობას თურქეთმა მასობრივი საპროტესტო აქციებით უპასუხა. კვირას, 21 აგვისტოს, თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქში, სტამბოლში აქციის მონაწილეები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღკვეთას და ჰანდე კადერის მკვლელობის სამართლიან გამოძიებას ითხოვდნენ. ტრანსგენდერი აქტივისტი აგვისტოს დასაწყიში დაწვეს, მას შემდეგ რაც გააუპატიურეს. 22 წლის კადერის სხეული დასახიჩრებულ და დამწვარ მდგომარეობაში იქნა აღმოჩენილი სტამბოლის ერთ-ერთი უბნის, ზაქერიაკოის მახლობლად.

როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები იუწყებიან, საპროტესტო აქციას თურქეთის პარლამენტის ოპოზიციაში მყოფი წევრები და პოლიტიკური ლიდერები შეუერთდნენ. „ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე არ ვიპოვთ ჰანდე კადერის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს“, – განაცხადა ებრუ კირანჯიმ, სტამბოლის „ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების სოლიდარობის ასოციაციის“ სპიკერმა.

კადერის მეგობარი დავუთ დენგილერი, რომელთან ერთადაც გარდაცვლილი ერთ სახლში ცხოვრობდა, ამბობს, რომ სხეული მორგში იქნა იდენტიფიცირებული. „მორგი უნდა დამეტოვებინა. მიხაროდა, რომ იქ ვერ ვიპოვეთ. ბოლო წუთს ექიმმა ჩაილაპარაკა, რომ იქ კიდევ იყო ერთი დამწვარი გვამი და კარგი იქნებოდა შემოწმებულიყო. ასეც მოვიქეცი.  მაიდენტიფიცირებელი ნიშნები გავაცანი. კომპიუტერს შეხედეს. ექიმმა მხარზე დამადო ხელი და მითანაგრძნო. გონება დავკარგე“; – დენგილერის ამ სიტყვებს BBC ავრცელებს.

მუჰამედ სანკარი
მუჰამედ სანკარი

კადერის მკვლელობა სირიელი ჰომოსექსუალი ლტოლვილის, მუჰამედ ვისამ სანკარის მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ მოხდა. სანკარი 23 ივლისს დაიკარგა. მისი გვამი დაკარგვიდან ორ დღეში იქნა ნაპოვნი. საგამოძიებო პროცესში აღმოჩნდა, რომ სანკარი, რომელიც სტამბოლში ერთი წლის წინ ჩავიდა, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი თავი მოკვეთეს. მისი სხეული იმ ადგილას იქნა აღმოჩენილი, რომლის მახლობლადაც ჰანდე კადერის გვამი იპოვეს.

სტამბოლში გამართული გუშინდელ აქციას მხარდაჭერას უცხადებნენ ცნობილი თურქი სახეები. BBC-ის ცნობითვე, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ხმამაღალა მოუწოდებდნენ მოქალაქეებს ტრანსგენდერთა მკვლელობების წინააღმდეგ სტამბოლის დემონსტრაციას შეერთებოდნენ.

„ტრანსგენდერი ევროპის“ მონაცემების მიხედვით, თურქეთში ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობების რიცხვი ევროპაში ყველაზე მაღალია. „თუმცა, ტრანსგენდერებისთვის უსაფრთხო სივრცეს არც ერთი ქვეყანა არ წარმოადგენს“, – ნათქვამია 2016 წლის ანგარიშში.

ჰანდე კადერი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცდილობდა ტრანსგერთა მკვლელობებისა და უსამართლობისკენ მიემართა საზოგადოების ყურადღება. იგი ყოველთვის დემონსტრაციების წინა ხაზზე იდგა.

ჰანდე კადერი 2015 წლის ლგბტ პრაიდის დარბევისას პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევისას დააკავა

sub-buzz-25338-1471613913-1

2015 წელს პოლიციამ სტამბოლში, ტაქსიმის სკვერზე ყოველწლიური ლგბტი პრაიდის მსვლელობა აკრძალა. როდესაც ძალოსნები შეეცადნენ შეკრებილები წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაეშალათ, ჰანდე კადერი ერთ-ერთი იყო, რომელიც პოლიციას წინ აღუდგა.

კადერი ჟურნალისტებს საყვედურობდა, რომ ფოტოები გამოექვეყნებინათ. „თქვენ იღებთ ფოტოებს, თუმცა არ აქვეყნებთ. ჩვენი ხმა არავის ესმის“, – ამბობდა ის. თუმცა მკვლელობამ მისი ხმა სამუდამოდ დაახშო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კადერს ასე მოუსწრაფებდნენ სიცოცხლეს.

აქტივისტი საცხოვრებელ მინიმუმს სექს სამუშაოთი გამოიმუშავებდა, რითაც საკუთარ უსაფრთხოებას ყოველ ჯერზე რისკის ქვეშ აყენებდა. როგორც სხვა ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც იძულებული შეიქმნენ სექს სამუშაოში ჩართულიყვნენ, გარდაცვლილის მეგობრის თქმით, ჰანდე კადერი ქუჩაში მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალისხმევით ცდილობდა სხვა გზა ეპოვა.

ივნისში პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა ლგბტ პრაიდის დასაშლელად

თურქეთში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის კვლამინიჭების პროცესი გრძელი და მტკივნეულია. ბევრი ვერც კი ბედავს ტრანზიციის პროცესი დაიწყოს. ამის გამო, ტრანსგენდერი ადამიანები ვერ ცვლიან ID ბარათისთვის გენდერის მიხედვით შერჩეულ ფერს, რის გამოც არ შეუძლიათ ისეთ ადგილებში დასაქმედნენ, სადაც შედარებით უსაფრთხოდ იქნებიან.

სინემ ჰუნი, ადვოკატი, რომელიც ტრანს იდენტობის კვლავმინიჭების შემთხვევებზე მუშაობს, ამბობს, რომ სახელმწიფოს „უნდა დაინახოს“, რომ ტრანს კაცებს და ტრანს ქალებს გავლილი აქვთ გენიტალიური ოპერაციები, რათა დარწმუნდეს, რომ გენდერის კვლავმინიჭების პროცესი ფიზიკურად განხორციელებულია. ამავე დროს, მისი თქმით, სტერილიზაცია სავალდებულოა.

 „ბევრი ტრანსს არ შეუძლია შეიცვალოს იდენტობა 5 ან 6 წლის განმავლობაში“; – ამბობს სინემ ჰუნი. თურქეთში უკიდურესად მცირეა იმ ექიმების რიცხვი, რომლებსაც საკმარისი კვალიფიკაცია აქვთ შესაბამისი ოპერაციების ჩასატარებლად, რაც ძალიან ძვირი და რთული პროცესია.

ტრანს ქირურგია და სტერილიზაცია ევროპაში

  • აუცილებელია გენდერის კვლამინიჭებისთვის 24 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, თურქეთში, რუსეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში.
  • არ არის აუცილებელი 15 ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, იტალიასა და ესპანეთში.
  • გენდერის კვლავმინიჭების ოპერაცია უკანონოდაა მიჩნეული უნგრეთში, კვიპროსში, მოლდოვასა და ალბანეთში.
  • უნგრეთის და ალბანეთის კანონმდებლობა „ტრანსგენდერს“ არ ცნობს.

წყარო: „ტრანსგენდერი ევროპის“ ტრანს უფლებების ინდექსი ევროპაში

ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ბრძოლა სოციალური მიმღებლობისთვისა და ბრძოლა სიცოცხლისთვის ერთი და იგივეა. სამართლიანმა პროცესებმა და დემოკრატიულმა გამარჯვებებმა შეიძლება განსაზღვრონ ის, თუ როდის გახდებიან ისინი თურქეთში თუ სხვა ქვეყანაში თანაბარუფლებიანი მოქალაქეები, მაგრამ ტრანსგენდერები, ქვიარ ჯგუფის სხვა წევრები, ისევე როგორც მათი მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ ჰანდე კადერის მკვლელობა გარდამტეხი იქნება ტრანსგენდერთა მკვლელობების საპასუხოდ.

17 მაისთან დაკავშირებული ახალი ამბები მთელი მსოფლიოდან

idahotამ სტატიაში გაერთიანებულია იმ ღონისძიებების მცირე ნაწილი, რომელიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (შემდგომში IDAHOT) აღსანიშნად ჩატარდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მარტის დასაწყისში მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციამ (WPA) დაადასტურა, რომ არც ერთი ტიპის სექსუალობა სექსუალობა არ უნდა განიხილებოდეს ფსიქიკურ დაავადებად. წამყვანი გლობალური ორგანიზაციის ოფიციალური განცხადებით, სექსუალური და გენდერული მრავალდფეროვნების კრიმინალიზება და ფსიქიკურ აშლილობად კლასიფიცირება არასწორი პრაქტიკაა. ამ ჯგუფმა ასევე უარყო და უვარგისად ცნო ე.წ. „რეპარატიული თერაპიის“ გამოყენება და მთელი მსოფლიოს მაშტაბით მოღვაწე ფსიქიატრებს მოუწოდა, იბრძოლონ სექსუალური უმცირესობების სტიგმატიზებისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.

IDAHOT-ის კომიტეტი მიესალმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის (WPA) პოზიციას, როგორც მნიშვნელოვან და დროულ ქმედებას. ამ განცხადებამ ხელი შეუწყო, როგორც ბევრი ადგილობრივი დიალოგის წარმოებას სექსუალური და გენდერული უმცირესობების სტიგმატიზებასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემების წინააღმდეგ; ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების მცდელობებს დააკავშირონ ერთმანეთთან ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სექსუალობის საკითხები საჯარო ფორუმებზე.

მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია (WPA) არ არის ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ხელს უწყობს თანასწორობას.  არაერთმა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქილოგიურმა ორგანიზაციამ დადო მომავალი IDAHOT ღონისძიებაში ჩართულობისა და მხარდაჭერის პირობა.

კოპენჰაგენში დანიის მთავრობა უმასპინძლებს ევროპის IDAHO-ის მეოთხე ყოველწლიურ ფორუმს. ღონისძიებას, რომლის სახელწოდებაცაა „ ხიდებისა და კავშირების აგება“, ორი დღის განმავლობაში დაესწრებიან კანონმდებლები და პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან და გამართავენ დიალოგს ევროპაში მცხოვრები ლგბტ ადამიანების სიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. დიალოგის ფოკუსირება მოხდება, როგორც მეინსტრიმ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე, ისე ლგბტი ადამიანების სამუშაო ძალაში ჩართულობაზე.

როგორც მიმდინარე გაერთიანებული ერების თავისუფლებისა და თანასწორობის კამპანიის ნაწილი, გაერთიანებული ერების ადამიანთა უფლებების ოფისი გეგმავს ვიდეო კლიპის გამოშვებას IDAHOT 2016-ისთვის, რომელიც ჩაიწერება მომღერალ რეიჩელ პლატენთან თანამშორმლობით. ვიდეოს სახელწოდებაა „რატომ ვიბრძვით“ (“Why WeFight”), რომელიც ეძღვნება გლობალურ აქტივიზმსა და ინდივიდებს, ოჯახებს, დამცველებსა და მოკავშირეებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ვიდეო გამოქვეყნდება 17 მაისადმე რამოდენიმე დღით ადრე და ხელმისაწვდომი იქნება გაერთიანებული ერების თავისუფლებისა და თანასწორობის კამპანიის ვებგვერდისა (www.unfe.org) და ამ კამპანიის სოციალური ქსელების გვერდების საშუალებით. გაერთიანებული ერების თავისუფლებისა და თანასწორობის კამპანიის მიერ IDAHOT-თვის გადაღებული წინა წლის ვიდეო რგოლს „სახეები“, დაახლოებით 10 მილიონი ნახვა ჰქონდა.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) უმასპინძლებს წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან IDAHOT-თან დაკავშირებით სახელმწიფოებს შორის კონფერენციის ფარგლებში. ამ შეკრებაზე პოლიტიკოსები ისაუბრებენ თავიანთ პოლიტიკურ ვალდებულებაზე ახალგაზრდა ლგბტი ადამიანების მიმართ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ლგბტი ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა განახორციელეს სხვადასხვა ტიპის აქტივობები და ღონისძიებები.

წყნარი ოკეანის ქვეყნები მართავენ ერთობლივ პანელ დისკუსიას პორტვილაში. სინგაპურში გეი, ბი, ქვიარი კაცების ჯგუფი SGRainbow განახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს თანასწორობის ხელშეწყობისთვის.

ბრაზილიაში 17 მაისთან დაკავშირებით რამდენიმე ორგანიზაცია ჩაატარებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებული იქნება წლევანდელი წლის IDAHOT-ის მთავარ თემაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“.

კუბაში მარიელა კასტროს ორგანიზაცია CENESEX გამართავს ღონისძიებებს კუბის რამოდენიმე ქალაქში 10 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით, რომელიც დასრულდება უკვე ტრადიციად ქცეული IDAHOT პარადით – უზარმაზარი ფესტივალით.

კანადაში  ორგანიზაცია Kamloops Pride უმასპინძლებს ისტორიების მოყოლის სპეციალურ ღონისძიებას, რომელიც მიმართული იქნება სოლიდარობისა და სიამაყის განმტკიცებაზე ადგილობრივ ლგბტი თემში. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჩატარდება ასევე ვანკუვერსა და კვებეკში.

ათენში ახალგაზრდული მოძრაობა  AEGEE-Athina უმასპინძლებს ლგბტი აქტივისტებსა და მათ თანამოაზრეებს ევროპის არაერთი ქვეყნიდან და გაიმართება ლგბტი ახალგაზრდებზე ფოკუსირებული საუბრები, ვორქშოფები და აქტივობები. ღონისძიება, „ცისარტყელას მიღმა“ (Beyond The Rainbow), იმენდოვნებს რომ გააძლიერებს კროს-ევროპულ სოლიდარობას და დაეხმარება ახალგაზრდა ადამანებს მეტად იყვნენ ჩართულნი ლგბტი აქტივიზმში, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ავსტრალიაში, დასავლეთ სიდნეიში, Open Door Community of Christ გამართავს ღონისძიებას, რომელსაც დაესწრება 200-მდე ადამიანი, პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების ჩათვლით. ამას გარდა, ადგილობრივი რწმუნებულებისა და აქტვისტების ორგანიზებით ავსტრალიის რამოდენიმე ქალაქში გაიმართება არაერთი ღონისძიება.

ტუნისში ჩატარდება საერთაშორისო ფემინისტური არტ ფესტივალი, რომელიც მოიცავს პერფორმანსებსა და გამოფენებს, ფოკუსირებულს ლბტ ქალების გამოცდილებებზე.

კამბოჯაში გაიმართება ფართომასშტაბიანი ღონისძიება 17 მაისთან დაკავშირებით, რომელზეც აქტივისტები მოაწყობენ „ცისერტყელას ველოტურს“ ქვეყნის გარშემო და მოუწოდებენ ადამიანებს სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნონ საკულტო შენობებთან გადაღებული „ცისარტყელა სელფები“.

გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, როგორიცაა მაგალითად მაინცი და ჰამბურგი, ცისარტყელა ფლეშმობებში ჩაერთვება უამრავი ადამიანი, რომლებიც გაუშვებენ ცისარტყელის ფერებში გაფორმებულ ბუშტებს მეზობელი ქვეყნების მიმართ იმედისა და სოლიდარობის ნიშნად, იმ ქვეყნების მიმართ, სადაც დაგეგმილია მსგავსი ღონისძიებები, მაგრამ იმართება კონფიდენციალურად.

სტოქჰოლმში ადგილობრივმა „Amnesty International“-ის ჯგუფმა მოუწოდა ადამიანებს მონაწილეონა მიეღოთ IDAHOT-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ‘kiss-in’. ღონისძიება ორგანიზებულია ადგილობრივ ლგბტ აქტივისტებთან ერთად, რომელიც თავს მოუყრის ასობით დემონსტრანტს ლოზუნგის ქვეშ „აკოცე და შეცვალე“ ( ‘make out and make change’).

ზალცბურგში, ავსტრიაში, ადგილობრივი ლგბტი თემის წევრები გეგმავენ ფართომასშტაბიან მსვლელობას, სახელწოდებით „თავი დააღწიე ქვიაროფობიას.” მსვლელობა ჩატარდება 21 მაისს ზალცბურგის მოედანზე დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ზალცბურგსა და, ზოგადად, ავსტრიაში.

ჩილეში რამოდენიმე ორგანიზაცია აღნიშვავს 17 მაისს: Mums Chile გამართავს საჯარო დემონსტრაციას ლგბტ აქტივისტების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ; ხოლო „Todo Mejora“ გადასცემს პრიზებს ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ლგბტ ადამიანების ხილვადობის გაუმჯობესებაში პოზიტიური კომუნიკაციის საშუალებით.

დიდ ბრიტანეთში მთელი ქვეყნის მაშტაბით რამდენიმე მცირე და დიდმაშტაბიანი  ღონისძიება ტარდება: ცისარტყელა პიკნიკი, პერფორმანსები და საუბრები, ფილმის ფესტივალი, ფორუმი.

კორპორაციებმაც მიიღეს მონაწილეობა წლევანდელ IDAHOT-ში. ამ დღესთან დაკაშირებით, Ernst and Young აწყობს გლობალურ ფოტოგამოფენას, ხოლო IKEA ატარებს ცნობიერების ამაღლების კვირეულს, რომლის ფარგლებშიც ჩაიწერება ვიდეოკლიპი.

გარდა ზემოთ აღნიშნული ქვეყნებისა, ღონისძიებები იმართება 10-ზე მეტ ისეთ ქვეყანაში, სადაც აქტივისტებმა მოითხოვეს არ მითითებულიყო მათი მონაწილეობის შესახებ, რადგან ეს შეიძლებოდა მათთვის საფრთხის მომცველი ყოფილიყო. ეს არის ძლიერი მანიშნებელი იმისა, რომ 17 მაისის საჭიროება ძალიან ბევრ ქვეყანაში დგას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს მათი ქმედებების აქ მოხსენიების შესაძლებლობა, ჩვენ გვინდა მივესალმოთ მათ მიერ გაწეულ ძალისხმევას!

მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ

wpaმსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციამ (WPA), რომელიც მრავალი ქვეყნიდან აერთიანებს დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს, გენდერულ იდენტობასთან, ჰომოსექსუალურ ორიენტაციასთან, მიმზიდველობასა და ქცევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია ხაზგასმით ადასტურებს, რომ სექსუალურ ორიენტაციასა და ტრანსგენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული სოციალური სტიგმით და მისი თანმდევი დისკრიმინაციით გამოწვეული სტრესი საჭიროებს შესაბამის მხარდაჭრას ფსიქიკური ჯანმთელობის კუთხით.

“ბოლო დროს ბევრ ქვეყანაში მიმდინარე პოლემიკა ააშკარავებს საჭიროებას, მოხდეს ჰომოსექსუალურ ორიენტაციასთან, მიმზიდველობასთან და ქცევასთან დაკავშირებული საკითხების გაანალიზება და გარკვევა.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია (WPA), სექსუალურ ორიენტაციას განიხილავს, როგორც თანდაყოლილს და განპირობებულს ბიოლოგიოური, ფსიქოლოგიური, განვითარების პროცესებთან დაკავშირებული და სოციალური ფაქტორებით.

დაახლოებით 50 წლის წინ კინსი ეტ ალმა (1948) მოახდინა ადამიანთა სექსუალური ქმედებების მრვალფეროვნების დოკუმენტალიზაცია. იმ დროისთვის გასაკვირი აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 10%-ში  გამოვლინდა ჰომოსექსუალური ქცევა. მომდევნო დემოგრაფიული კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ პოპულაციის დაახლოებით 4% იდენტიფიცირებას ახდენს ჰომოსექსუალურ სექსუალურ ორიენტაციასთან (გეი, ლესბოსელი და ბისექსუალ ორიენტაციასთან). 0.5 % იდენტიფიცირდება დაბადებისას მინიჭებულ გენდერისგან განსხვავებულ გენდერულ იდენტობასთან (მაგ.: ტრანსგენდერი) (Gates 2011.).

გლობალურად, ეს მაჩვენებელი 250 მილიონ ადამიანზე მეტის ეკვივალენტურია. ფსიქიატრებს აკისრიათ სოციალური ვალდებულება, იზრუნონ სოციალური უთანასწორობის შემცირებაზე, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორობის ჩათვლით.

მიუხედავად სტიგმებითა და დისკიმინაცცით სავსე წარსულისა, ათწლეულებია რაც თანამედროვე მედიცინამ უარყო ჰომოსექსუალური ორიენტაციის და ქცევის პათოლოგიზება (APA 1980). მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ჰომოსექსუალობას განიხილავს, როგორც ადამიანური სექსუალობის ნორმალურ ფორმას (WHO 1992). გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანთა უფლებების საბჭოსთვის (2012) მნიშვნელოვანი და აქტუალურია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები. ორ მთავარ დიაგნოსტირებისა და კლასიფიკაციის სისტემაში (ICD-10 და DSM-5) ჰომოსექსუალური ორიენტაცია, მიმზიდველობა, ქცევა და გენდერული იდენტობა არ განიხილება როგორც პათოლოგია (WHO 1993, APA 2013).

მნიშვნელოვანი კვლევითი მტკიცებულებები არსებობს იმის შესახებ, რომ სექსუალური ქცევა და სექსუალური ფლუიდურობა დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე (Ventriglio et al 2016).

მეტიც, ლგბტი ადამიანებში მოსალოდნელზე მეტი პროცენტულობით ვლინდება ფსიქიკური აშლილობები (Levounis et al 2012, Kalra et al 2015) და იმ დროიდან, როდესაც მათი უფლებები და თანასწორობა აღიარებული ხდება, ეს პროცენტული მაჩვენებელი იწყებს კლებას (Gonzales 2014, Hatzenbuehler et al 2009, 2012, Padula et al 2015).

მრავალფეროვანი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებს შესაძლებელია ჰქონდეთ საფუძველი თერაპიული მომსახურების საჭიროებისა, იმისათვის რომ მოხდეს მათი დახმარება იცხოვრონ უფრო კომფორტულად, შეამცირონ დისტრესი, გაუმკლავდნენ სტრუქტურულ დისკიმინაციას და ჩამოუყალიბდეთ უფრო მეტი მიმღებლობა თავიანთი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიმართ. ეს მიემართება ნებისმიერ ინდივიდს, ვინც განიცდის იდენტობასთან დაკავშირებულ დისტრესს, ჰეტეროსექსუალი ადამიანების ჩათვლით.

WPA მხარს უჭრერს სიმპტომებზე დაფუძნებულ პრაქტიკას (EBP). არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ თანდაყოლილი სექსუალური ორიენტაცია შეიძლება შეიცვალოს. მეტიც, ჰომოსექსუალობის, ეგრეთ წოდებული, მკურნალობა ქმნის გარემოს, სადაც ცრურწმენები და დისკრიმინაცია ღვივდება; გარემოს, რომელიც პოტენციურად შესაძლოა იყოს საფრთხის მომცველი და საზიანო (Rao and Jacob 2012).. ნებისმიერი ტიპის ხელშეწყობა, „განიკურნოს“ ისეთი რამ, რაც არ არის აშლილობა, აბსოლუტურად არაეთიკურია.

სამოქმედო გეგმა:

1. მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია (WPA) მიიჩნევს, რომ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები არიან და, შესაბამისად, აღიარებულნი უნდა იყვნენ საზოგადოების ღირსეულ წევრებად, რომლებსაც ექნებათ ზუსტად ისეთივე უფლებები და პასუხისმგებლობა, რაც დანარჩენ მოქალაქეებს.

2.WPA აღიარებს ჰომოსექსუალური გამოხატულებების უნივერსალურობას სხვადასხვა კულტურებში. ასოციაციის პოზიციით, ჰომოსექსუალობა არ წარმოადგენს ობიექტურ ფსიქოლოგიურ დისფუნქციას ან დარღვევას საღი აზრის, სტაბილურობის ან პროფესიული უნარების თვალსაზრისით.

3. WPA ჰომოსექსუალურ ორიენტაციას, მიმზიდველობას, და ქცევას განიხილავს, როგორც ადამიანური სექსუალობის ნორმალურ ფორმას. ასოციაცია აღიარებს ადამიანური სექსუალობის, ორიენტაციის, ქცევის და ცხოვრების სტილის მულტიფაქტორულ კაუზალობას. WPA აღიარებს, რომ სექსუალური ორიენტაციის ცვლილებაზე ორიენტიტებული „თერაპია“ საზიანო და არასახარბიელო შედეგების მომტანია.

4. WPA ადასტურებს, რომ სექსუალურ ორიენტაციასა და ტრანგენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული სოციალური სტიგმით და მისი თანმდევი დისკრიმინაციით გამოწვეული სტრესი საჭიროებს შესაბამის მხარდაჭრას ფსიქიკური ჯანმთელობის კუთხით.

5. WPA ხედავს საჭიროებას, მოხდეს ტრანსგენდერ გენდერული იდენტობის და ჰომოსექსუალური ორიენტაციის და ქცევის დეკრიმინალიზება; მოდხეს ლგბტი უფლებების ჩართვა ადამიანის პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებში. ასოციაცია მხარს უჭერს ანტი-ბულინგის კანონმდებლობაში შეტანას; ანტიდისკიმინაციული სტუდენტური, შრომითი და საცხოვრებელი უფლებების ამოქმედებას; ემიგრაციის თანასწორობას; თანაბარ უფლებებს  სრულწლოვანებასთან და საქორწინო ასაკთან მიმართებაში; ლგბტი ადამიანების მიმართ პრეჯუდისულად მოტივირებულ ძალადობასთან მიმართებაში გაძლიერებული სისხლის სამართლებრივი სანქციების არსებობას.

6) WPA ხაზს უსვამს კვლევისა და სიმპტომებზე დაფუძნებული სამედიცინო და სოციალურ ინტერვენციების საჭიროებას, რომელიც უზრუნველყოფს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას”, – ნათქვამია მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.

მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია საჩვიდმეტმაისოდ განცხადებას აქვეყნებს

pwaმსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია ადასტურებს, რომ ჰომოსექსუალობა არ არის პათოლოგია. აღნიშნულის შესახებ ასოციაციამ 17 მაისამდე, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღემდე (IDAHOT), ერთი თვით ადრე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.

მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაცია (WPA) უარყოფს და ეწინააღმდეგება ჰომოსექსუალობის, როგორც მენტალური აშლილობის, კლასიფიცირებას. აღსანიშნავია, რომ წელს IDAHOT-ის ღონისძიებები ძირითადად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე იქნება ფოკუსირებული.

მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაცია (WPA) წარმოადგენს 200 000-ზე მეტ ფსიქიატრს 118-ზე მეტი ქვეყნიდან, რომელთა უმრავლესობაც ახდენს ჰომოსექსუალობის კრიმინალიზებას და, გარკვეულ შემთხვევებში, ამართლებს მისგან „განკურნების“ მცდელობებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ფსიქიატრებს აკისრიათ სოციალური ვალდებულება, იზრუნონ სოციალური უთანასწორობის შემცირებაზე, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორობის ჩათვლით“. განცხადებაში დასკვნილია, რომ „ჰომოსექსუალობის ე.წ. მკურნალობა ქმნის გარემოს, სადაც ცრურწმენები და დისკრიმინაცია ღვივდება; გარემოს, რომელიც პოტენციურად შესაძლოა იყოს საფრთხის მომცველი და საზიანო. ნებისმიერი ტიპის ხელშეწყობა, „განიკურნოს“ ისეთი რამ, რაც არ არის აშლილობა, აბსოლუტურად არაეთიკურია“.

IDAHO-ს კომიტეტი მიესალმება ზემოთ ხსენებულ განცხადებას და ეთანხმება მის მთლიან შინაარსს.

სხვა სამოქმედო საკითხებთან ერთად, რომელსაც WPA აქვეყნებს განცხადებაში, განსაკუთრებით ვეთანხმებით (IDAHO-ს კომიტეტი) მოსაზრებას, რომ „სექსუალურ ორიენტაციასა და ტრანსგენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული სოციალური სტიგმით და მისი თანმდევი დისკრიმინაციით გამოწვეული სტრესი საჭიროებს შესაბამის მხარდაჭრას ფსიქიკური ჯანმთელობის კუთხით“.

ვიმედოვნებთ, ეს განცხადება იქნება ერთ-ერთი ძირითადი რესურსი დამცველების მობილიზებისთვის მსოფლიოს მასშტაბით, როგორც 17 მაისისთვის, ისე ამ თარიღს მიღმა.

შვედეთში ტრანსგენდერი ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ

IMA58958გუშინ შვედეთის მთავრობამ ინიციატივის შესახებ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად იძულებითი სტერილიზაციის მსხვერპლი ტრანსგენდერი ადამიანები შვედეთის სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ. ინიციატივას, რომელიც წარსულში დაშვებული შეცდომების  – ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ფიზიკურ ხელშეუხებლობის უფლების დაღვევა – გამოსწორებას ისახავს მიზნად „ტრანსგენდერი ევროპა“ (TGEU) მიესალამა.

2013 წლამდე, შვედეთში იძულებითი სტერილიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებებს უხეშად ლახავს, აუცილებელი წინაპირობა იყო გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის. 2013 წელს 160-მა ადამიანმა, რომლემბსაც გავლილი ჰქონდათ იძულებითი სტერილიზაციის პროცედურები, სახელმწიფოსგან კომპენსაცია მოითხოვა.

საბოლოოდ, ხანგრძლივი პოლიტიკური განხილვების შემდეგ, სახელმწიფომ ტრანსგენდერი ადამიანების მოთხოვნის საპასუხოდ სპეციალური კანონი მიიღო, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანს საშუალებას აძლევს კომპენსაციის მოთხოვნით მიმართოს სახელმწიფოს.

TGEU-ის თანათავმჯდომარე ალექს რეჩერი შვედეთის მთავრობას მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ახალმიღებული კანონმდებლობის აღსრულება.

„ეს საკანონმდებლო აქტი ევროპაში მცხოვრები ტრანსგენდერებისთვის დიდი იმედია. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კომპენსაცია მათ სხეულს ძველ მთალინობას ვერ დაუბრუნებს, შვედეთის მთავრობა საბოლოოდ იღებს პასუხისმგებლობას იმ ტკივილზე, რომელიც იძულებითი სტერილიზაციის პრაქტიკამ გამოიწვია.“

TGEU-ის პოლიტიკის უფროსი ოფიცერი რიჩარდ კიოლერი დასძენს, რომ ორგანიზაცია ევროპის კიდევ 24 ქვეყანას მოუწოდებს, აკრძალონ იძულებითი სტერილიზაციის პრაქტიკა.

დღესდღეობით, ტრანსგენდერი ადამიანებისგან იძულებით სტერილიზაციას ევროპის 24 ქვეყანა ითხოვს, რაც ტრანსგენდერთა უმრავლესობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს გენდერული იდენტობის ლეგალურად აღიარებისთვის. ეს ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, ნორვეგია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვეიცარია, თურქეთი და უკრაინა.

ტრანსგენდერი ან ტრანსი არის ქოლგა ტერმინი იმ ადამიანებისთვის, რომელთა გენდერული იდენტობა ან გენდერული თვითგამოხატვა განსხვავდება დაბადებისას მინიჭებული სქესისგან.

ავსტრალია ჰომოსექსუალობის ამკრძალავი ნორმების გამო ბოდიშს იხდის

Victoria22016 წლის 24 მაისს ვიქტორია ავსტრალიის მეორე შტატი გახდება, რომელიც 1981 წლამდე მოქმედი ჰომოსექსუალური კავშირების ამკრძალავი კანონმდებლობის გამო ბოდიშს მოიხდის. ვიქტორიის შტატის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ შტატის მთავრობა ოფიციალურად ბოდშის მოხდას მელბურნის პრაიდის მიმდინარეობისას გეგმავს.

დენიელ ენდრიუსის თქმით, ბოდიშის მოხდა იქნება ძლიერი მესიჯი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში წუხან წარსულში დაწესებული დისკრიმინაციული კანონების გამო.

“ეს შავი ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე. ბოდიშის მოხდა იქნება დასტური იმისა, რომ ახლა უკეთესები ვართ. სამარცხვინოა, რომ ჩვენი კანონები კრძალავდა და სჯიდა ჰომოსექსუალურ კავშირებს, როგორც კრიმინალურ ფაქტს,” – განაცხადა ვიქტორიის შტატის პირველმა პირმა.

ავსტრალიის ექვსი შტატიდან ოთხში: ტასმანიაში, ვიქტორიაში, სამხრეთ ავსტრალიასა და სამხრეთ უელსში ჰომოსექსუალობაში ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა და სასჯელმისჯილთა შესახებ არსებული კრიმინალური ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ავსტრალიის კონსტიტუციურ მონარქიაში დედაქალაქის ტერიტორია პირველი ტერიტორიული ერთეული იყო, რომელმაც ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია 1973 წელს მოახდნა. ბოლო შტატი კი ტასმანია იყო, სადაც ჰომოსექსუალობის გამო ადამიანები 1997 წლამდე ისჯებოდნენ. აწ-უკვე გაუქმებული კანონის მიხედვით, გეი სექსისთვის დაწესებული სასჯელი რიგ შეთხვევებში 21 წლიან პატიმრობას აღემატებოდა.

 

ევროსაბჭო ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ისტორიული მნიშვნელობის რეზოლუციას იღებს

22 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო ყოვლისმომცველი რეზოლუცია, რომელიც ტრანს ადამიანთა უფლებებს ეხება. ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს პატივი სცენ და დაიცვან ტრანს ადამიანთა უფლება იცხოვრონ არა დისკრიმინაციულ გარემოში, ასევე, უზრუნველყონ, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარება იყოს თვით–დეტერმინაციაზე დაფუძნებული პროცესი, რომელიც იქნება სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ყველასათვის. საკმაოდ ემოციურ დებატებში, პარლამენტარებმა მოუწოდეს წევრ სახელმწიფოებს პრო–აქტიური ზომები მიიღონ ტრანს ადამიანთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდისთვის.

რეზოლუცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს:

• მიიღონ ტრანს ინკლუზიური ანტი–დისკრიმინაციული კანონი, კანონმდებლობა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ და სხვა შესაბამისი ზომები,
• დააწესონ სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის, რაც დაფუძნებული იქნება ადამიანის თვით–დეტერმინაციაზე, ისეთი მახასიათებლების საფუძველზე შეზღუდვების გარეშე, როგორიცაა, მაგალითად ასაკი,
• გააუქმონ სტერილიზაციისა და სხვა სამედიცინო სახის მოთხოვნები, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზი ან გაყრის აუცილებლობა გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცესში,
• უზრუნველჰყონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, როცა საქმე შეეხება ბავშვებს,
• განიხილონ გენდერის მესამე ალტერნატივის დამატება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში
• ხელმისაწვდომი გახადონ ტრანს–სპეციფიური ჯანდაცვის სერვისები და უზრუნველჰყონ, რომ ტრანს ადამიანები (მათ შორის ბავშვები) არ არიან ნახსენები როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები ნაციონალურ თუ საერთაშორისო კლასიფიკაციებში,
• იყვნენ პრო–აქტიურები ინფორმაციის გავრცელების, ცნობიერების ამაღლებისა და ტრენინგების (განსაკუთრებით, პროფესიულ ჯგუფებთან) ჩატარების კუთხით

2013 წლის შემდეგ თანასწორობისა და არადისკრიმინაციის კომიტეტმა ტრანს ადამიანების პერსპექტივები არაერთხელ მოისმინა. ტრანსგენდერ ევროპა აკვირდებოდა ამ პროცესს და მადლობელია, რომ საშუალება მიეცა კომიტეტის მუშაობაში მისი წვლილი შეეტანა. გუშინ, აქტივისტებმა უკრაინიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ლიტვიდან და ირლანდიიდან, დელეგატებს იმ რეალობებზე მოახსენეს, რომლებშიც ტრანს ადამიანები ცხოვრობენ და დაჟინებით მოუწოდეს პარლამენტარებს მხარი დაეჭირათ რეზოლუციისთვის, რომელიც ტრანს ადამიანებისთვის საცხოვრებელი სიტუაციის გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

რეზოლუციის სამუშაო ვერსია და ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.
ტრანსგენდერ ევროპა ადამიანის უფლებათა დამცველი ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ტრანს ადამიანების უფლებებისთის მუშაობს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე www.tgeu.org
ტრანსგენდერი ან ტრანსი ქოლგა ტერმინია იმ ადამიანებისთვის, რომელთა გენდერული იდენტობა ან გამოხატვა განსხვავდება მათთვის დაბადებისას მიწერილ სქესს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შედგება 47 ევროპული ქვეყნის პარლამენტის დელეგატებისგან.

წყარო

მამრობითი, მდედრობითი ან X: გენდერის არჩევანის ახალი ალტერნატივა

მამრობითი, მდედრობითი ან X: გენდერის არჩევანის ახალი ალტერნატივა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში
მალტის მთავრობა მოქალაქეებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებსა და პასპორტში გენდერის არმითითების საშუალებას მისცემს

მიუხედავად იმისა, რომ ‘მამრობითი’ და ‘მდედრობითი’ მალტის მიერ აღიარებულ ორ სქესად დარჩება, მთავრობა აპირებს, რომ X მარკერის შემოღებით მალტის მოქალაქეებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესისა თუ გენდერული იდენტობის არმითითების არჩევანი მისცეს.

მალტის პარლამენტში წარდგენილი „გენდერული იდენტობის კანონპროექტის“ შემდგომი საკონსულტაციო პროცესის განმავლობაში განხილულ იქნა, თუ როგორ შეიძლებოდა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში შემზღუდავი და ბინარული ‘მამრობითი’ და ‘მდედრობითი’ მარკერების არსებობის პრობლემის გადაჭრა. ამას კი მოჰყვა ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება.

‘X’ მარკერის დაწესება მალტას უნიკალურს არ გახდის. ქვეყანათა მცირე, თუმცა, მზარდი ნაწილი უკვე იძლევა პასპორტებში ‘X’-ის მითითების საშუალებას. გერმანია კი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესს კატეგორიადაც არ განიხილავს.

მაგალითად, ავსტრალიას უკვე მიღებული აქვს სისტემა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შეუძლიათ, მიუთითონ როგორც ‘მამრობითი’ და ‘მდედრობითი’, ასევე – ‘X’ (განუსაზღვრელი/დაუზუსტებელი/ინტერსექსი). სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაცია სავალდებულო წინაპირობას არ წარმოადგენს პასპორტში გენდერის შეცვლისათვის, დაბადებისა და მოქალაქეობის მოწმობების შეცვლა კი აუცილებელი არ არის პასპორტის შეცვლის შემთხვევაში. იგივე ხდება ახალ ზელანდიაში.

წყარო

ავსტრიაში გეი წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანა იოლდება

ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გეი წყვილები იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, რომლებიც ჰეტეროსექსუალ წყვილებს გააჩნიათ ბავშვის შვილად აყვანის პროცესში.

გადაწყვეტილების მიღებამდე, გეი წყვილებს ბავშვის შვილად აყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ ერთ-ერთი მათგანი ბავშვის ბიოლოგიური მშობელი იყო.

გადაწყვეტილებას მთავარი მოსამართლე გერჰარტ ჰოლცინგერი შემდეგნაირად ასაბუთებს: „არ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც მხოლოდ მშობლების სექსუალურ ორიენტაციაზე დაყრდნობით, გაამართლებს საკითხის განსხვავებულ რეგულაციას.“

მან ასევე განაცხადა, რომ შვილის აყვანის უფლების შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპულ  კონვენციასთან.

ქორწინების უფლება გეებს ავსტრიაში ჯერ კიდევ არ აქვთ, თუმცა, წყვილები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და დარეგისტრირებულნი არიან, ბევრი უმ უფლებით სარგებლობენ, რომლებიც ჰეტეროსექსუალ წყვილებს გააჩნიათ.

წყარო