კატეგორიის არქივი: 16 დღე

ფემიციდი

“ქმარმა ცოლი მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”

2015 წ.

“ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა”

2016 წ.

“11 ნოემბერს თბილისში 23 წლის ტრანსგენდერი ქალი

მოკლეს”

2014 წ.

შარშან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს საქართველოში ქალთა ისტორიასა და აქტივიზმზე ვესაუბრებოდი და ვთხოვე, რომ დაესახელებინათ, რა პრობლემებს ხედავდნენ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით დღეს. ზოგმა საკუთარ გამოცდილებებს მიმართა – ოჯახის წევრების, ნათესავების, მეზობლების ისტორიები გაიხსენა, ზოგმა – მედია საშუალებებიდან ყურმოკრულ ამბებს. ერთმა გოგომ იმაზეც დაიწუწუნა, რომ თავისი მშობლების სასურსათო მაღაზიაში მას ამუშავებდნენ დროგამოშვებით, ხოლო მის ძმას – არა. დაწვრილებით: ფემიციდი

ეკონომიკური ძალადობა, როგორც ოჯახში ძალადობის ფორმა

ეკონომიკური ძალადობა ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და ეკონომიკურ სიკეთეებზე, სხვადასხვა რესურსზე წვდომის შეზღუდვას გულისხმობს. ამგვარი ძალადობა საქართველოს კანონმდებლობაში განმარტებულია როგორც ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას. დაწვრილებით: ეკონომიკური ძალადობა, როგორც ოჯახში ძალადობის ფორმა

სტერეოტიპები, როგორც ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ

2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება. ეს კონვენცია წარმოადგენს ძირითად ინსტრუმენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესახებ არათუ საზოგადოება, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც კი ნაკლებად ინფორმირებულნი არიან. სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ არ ხდება კონვენციის ცალკეული მოთხოვნების თაობაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წევრთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

დაწვრილებით: სტერეოტიპები, როგორც ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ

“ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე და ფსიქიკური აშლილობის მქონე ქალები სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხშირად ხდებიან”

ინტერვიუერი: აია ბერაია

საქართველოში შშმ ადამიანთა მდგომარეობის, მათ წინაშე მდგარი პრობლემებისა და გამოწვევების, აგრეთვე, შშმ ქალების მიერ განცდილი სპეციფიკური ჩაგვრების, შშმ ქალთა აქტივიზმის გეგმებისა და სხვა საკითხების შესახებ საუბრობს ნინა ბაიდაური, “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის” წევრი და აქტივისტი. იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ადამიანთა უფლებებზე 2012 წლიდან მუშაობს. დაწვრილებით: “ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე და ფსიქიკური აშლილობის მქონე ქალები სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხშირად ხდებიან”

ბიფობია

ერთ-ერთ ინტერნეტ ფორუმზე ბისექსუალი ქალი გამოთქვამს წუხილს იმის შესახებ, თუ როგორ აგრძნობინებს მუდმივად ლესბოსელი მეგობარი, რომ მისი სექსუალობა არ არის ნამდვილი. ლესბოსელი ქალი ეუბნება ბისექსუალ მეგობარს, რომ ბისექსუალ ქალად ყოფნა ჰგავს იმ სიტუაციას, როდესაც ორ მეგობარს შორის ერთმა ფეხი მოიტეხა, მეორემ კი მხოლოდ თითი იტკინა და ის, ვინც მხოლოდ თითი იტკინა, უფრო ხმამაღლა გაჰყვირის, რა მტკივნეულიაო. დაწვრილებით: ბიფობია

შიდსი – დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა და სტიგმა

%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%93%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%ab%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94-01

შიდსი – დაავადება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. ეს არის ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსის (აივ) ბოლო სტადია. ვირუსი იმდენად აზიანებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რომ ორგანიზმი სხვა ინფექციებს წინააღმდეგობას ვერ უწევს.

დაავადება გადადის დაუცველი სქესობრივი კავშირით და არასტერილიზებული სამედიცინო და კოსმეტიკური ინსტრუმენტებით, რაც შეიძლება იყოს ნემსი, მაკრატელი და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ შიდსი ინფიცირებული დედიდან გადადის ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

დაწვრილებით: შიდსი – დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა და სტიგმა

Czarny პროტესტი: როგორ გავიდნენ პოლონელი ქალები ქუჩაში

%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-01

ავტორი: კასია ნარკოვიჩი

მთარგმნელი: აია ბერაია

ავტორის შესახებ: მკვლევარი იორკის უნივერსიტეტში (გაერთიანებული სამეფო). იგი პოლონეთსა და გაერთიანებულ სამეფოში სექსუალობის პოლიტიკის, რასიზმისა და ისლამოფობიის საკითხებს იკვლევს. მისი სადოქტორო დისერტაცია პოლონურ საჯარო სივრცეში ჯგუფურ კონფლიქტებს ეხება, მათ შორის, აბორტის საკითხსაც.

3 ოქტომბერს, დილით, პოლონეთში ათასობით ქალი საწოლებიდან წამოდგა, შხაპი მიიღო, ოჯახთან ერთად ისაუზმა, შემდეგ კი გარდერობში შავი სამოსი შეარჩია და ქუჩაში გავიდა. დაწვრილებით: Czarny პროტესტი: როგორ გავიდნენ პოლონელი ქალები ქუჩაში

ქალი უფლებადამცველების დღე

%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-01

I am a feminist. I’ve been female for a long time now. It’d be stupid not to be on my own side – Maya Angelou, an American poet, memoirist, and civil rights activist.

მეც ფემინისტი ვარ, თუმცა რამდენიმე წლის წინ ამას ასე თამამად ვერ ვამბობდი. მეშინოდა. ჰო, იმ განწყობის მეშინოდა, რაც ამ სიტყვის გაგონებისას ჩემს მშობლებს, მეგობრებსა და, უბრალოდ, ნაცნონებს გაუჩნდებოდათ. ანუ, კაცები არ მოგწონს? ანუ ქალები გაინტერესებს? ანუ, ანუ, ანუ…

ჰოდა, როცა ერთ მშვენიერ დღეს, ბევრი ჩემნაირი, ჩემზე უფროსი თუ უმცროსი გოგოსგან მოვისმინე, ერთად და ცალ–ცალკე, რომ ფემინისტები არიან, შიშიც გამიქრა. მივხვდი, რომ რაც უფრო მეტად გეშინია იმის, რასაც აკეთებ, მით უფრო მეტად ღალატობ საკუთარ თავს, ჩემთვის კი, როგორც ქალისთვის, ყველაფერი, რაც ქალებს ეხება, მნიშვნელოვანია! დაწვრილებით: ქალი უფლებადამცველების დღე

რეპრესირებული სექსუალობა

imgpsh_fullsize
ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ჩემი უბნელი გოგო რომ გათხოვდა. ჩემხელა. 18–19 წლის. ცისფერთვალება, სიფრიფანა გოგო იყო, სულ მუდამ მოხდენილად ჩაცმული. გამიკვირდა. ზუსტად ვიცოდი, არავინ უყვარდა, მაგრამ თვითონ ის ძალიან ბევრს მოსწონდა. სწავლობდა და სწავლის დასრულებამდე სერიოზულად არც ფიქრობდა ქორწინებაზე, მითუმეტეს, უსიყვარულოდ.

მერე მეზობლებისგან გავიგე, რომ მოიტაცეს. ჰოდა, აბა, სხვანაირად როგორ? სამეგრელოდანაა. მშობლებს მტკიცედ უთქვამთ, უკან ხომ არ წამოხვალო?! ჰოდა, ისიც დარჩა.

წლების მერე ხშირად მიფიქრია, როგორ განვითარდებოდა ამ გოგოს ბედი, იმ ბიჭს რომ არ მოეტაცა, ან მშობლების ნების საწინააღმდეგოდ, მაინც წამოსულიყო საკუთარ სახლში, ან თავი ისეთ ადამიანთან შეფარებინა, ვინც გაამხნევებდა, გაუღიმებდა და გაამართლებდა.

სამწუხაროდ, ხშირად, ჩვენთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში, სწორედ ის ადამიანები გვიმუხთლებენ ხოლმე, ვისიც ყველაზე მეტად გვჯერა, გვეიმედება და გვიყვარს. მშობლები, ბებია–ბაბუები, ახლო თუ შორეული ნათესავები, მეზობლები და მეგობრებიც კი… ყველას ჩვენ–ჩვენი მორალი, პრინციპები და ღირებულებები გვაქვს და გვიჭირს სხვის ტყავში შეძრომა. ჩვენ ხომ ასე არასოდეს მოვიქცეოდით?! მითუმეტეს, ღრმად პატრიარქალურ კავკასიაში, სადაც ქალს პირველ ღამეს სისხლიან ზეწარს უმოწმებენ და მის „პატიოსნებაში“ შეაქვთ ეჭვი. ჩვენთან კაცი ხომ სულ მართალია, მაშინაც, როცა ერთ დროს სათაყვანებენ მომავალ ცოლს საჯაროდ განსჯის. როგორ გინდა ასეთი ისტორიების მოსმენისას გჯეროდეს სიყვარულის? დაწვრილებით: რეპრესირებული სექსუალობა

,,გაჭიანურებული ბრძოლა’’ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

rape-01
ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში გენდერული უთანასწორობის პირდაპირი შედეგია.  ხშირად საზოგადოების მიერ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ისეთი ფორმებიც კი როგორიც გაუპატიურებაა, დანაშაულად არ აღიქმება. ამ მოსაზრებას განსაკუთრებით ამყარებს 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები: ,,სექსუალურ ძალადობასთან მიმართებაში რესპონდენტთა დამოკიდებულება არ გამოირჩევა ძალადობის მსხვერპლთა მიმართ ემპათიით: გამოკითხული კაცების 36% და ქალების 31% ეთანხმება მოსაზრებას: „ქალებს იმიტომ აუპატიურებენ, რომ ისინი გაუფრთხილებლობით თავად იგდებენ საკუთარ თავს ამ სიტუაციაში.“ კაცების 34.8% და ქალების 23% მიიჩნევს, რომ ზოგ შემთხვევაში ქალებს სურთ, რომ ისინი გააუპატიურონ. ასევე, კაცების 53% და ქალების 45% თვლის, რომ თუ ქალი ფიზიკურ წინააღმდეგობას არ უწევდა კაცს, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურებას. გარდა ამისა, გამოკითხული კაცების 39% და ქალების 36% მიიჩნევს, რომ ისეთ ქალებს აუპატიურებენ, რომლებსაც ცუდი რეპუტაცია აქვთ’’.[1] დაწვრილებით: ,,გაჭიანურებული ბრძოლა’’ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ