კატეგორიის არქივი: ახალი ამბები

სიყვარული არის ადამიანის უფლება “fiveFilms4freedom”

facebook-fivefilms-V2მსოფfacebook-fivefilms-V1ლიოს პირველი გლობალური ონლაინ ლგბტ (LGBT) კინო ფესტივალი პირველად 2015 წელს ჩატარდა. მაშინ BFI’s Flare Festival-ის ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ყველგან და ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. ადამიანებმა მთელი მსოფლიოდან ნახეს ფილმები და ისინი გაერთიანდნენ იმის სათქმელად, რომ სიყვარული არის ადამიანის უფლება. მილიონობით ადამიანმა 135 ქვეყნიდან გამოთქვა საკუთარი აზრი სოციალურ მედიაში #FiveFilms4Freedom ჰაშთაგის გამოყენებით
წელს, BFI’s Flare Festival ფესტივალი ისევ 16 მარტს იწყება და 26 მარტის ჩათვლით ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შესაძლებლობა ეძლევათ ონლაინ სრულიად უფასოდ ნახონ ფესტივალის ხუთი ფილმი www.bfi.org.uk/Flare

 

თურქეთში ტრანსი ქალის, ჰანდე კადერის წამებით მკვლელობას მასობრივი აქციებით პასუხობენ

აქციის მონაწილე, წარწერით “მინდა, რომ ვიცოცხლო”, სტამბოლი, 2016

ტრანსგენდერი აქტივისტის და სექს-მუშაკის, ჰანდე კადერის მკვლელობას თურქეთმა მასობრივი საპროტესტო აქციებით უპასუხა. კვირას, 21 აგვისტოს, თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქში, სტამბოლში აქციის მონაწილეები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღკვეთას და ჰანდე კადერის მკვლელობის სამართლიან გამოძიებას ითხოვდნენ. ტრანსგენდერი აქტივისტი აგვისტოს დასაწყიში დაწვეს, მას შემდეგ რაც გააუპატიურეს. 22 წლის კადერის სხეული დასახიჩრებულ და დამწვარ მდგომარეობაში იქნა აღმოჩენილი სტამბოლის ერთ-ერთი უბნის, ზაქერიაკოის მახლობლად.

როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები იუწყებიან, საპროტესტო აქციას თურქეთის პარლამენტის ოპოზიციაში მყოფი წევრები და პოლიტიკური ლიდერები შეუერთდნენ. „ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე არ ვიპოვთ ჰანდე კადერის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს“, – განაცხადა ებრუ კირანჯიმ, სტამბოლის „ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების სოლიდარობის ასოციაციის“ სპიკერმა.

კადერის მეგობარი დავუთ დენგილერი, რომელთან ერთადაც გარდაცვლილი ერთ სახლში ცხოვრობდა, ამბობს, რომ სხეული მორგში იქნა იდენტიფიცირებული. „მორგი უნდა დამეტოვებინა. მიხაროდა, რომ იქ ვერ ვიპოვეთ. ბოლო წუთს ექიმმა ჩაილაპარაკა, რომ იქ კიდევ იყო ერთი დამწვარი გვამი და კარგი იქნებოდა შემოწმებულიყო. ასეც მოვიქეცი.  მაიდენტიფიცირებელი ნიშნები გავაცანი. კომპიუტერს შეხედეს. ექიმმა მხარზე დამადო ხელი და მითანაგრძნო. გონება დავკარგე“; – დენგილერის ამ სიტყვებს BBC ავრცელებს.

მუჰამედ სანკარი
მუჰამედ სანკარი

კადერის მკვლელობა სირიელი ჰომოსექსუალი ლტოლვილის, მუჰამედ ვისამ სანკარის მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ მოხდა. სანკარი 23 ივლისს დაიკარგა. მისი გვამი დაკარგვიდან ორ დღეში იქნა ნაპოვნი. საგამოძიებო პროცესში აღმოჩნდა, რომ სანკარი, რომელიც სტამბოლში ერთი წლის წინ ჩავიდა, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი თავი მოკვეთეს. მისი სხეული იმ ადგილას იქნა აღმოჩენილი, რომლის მახლობლადაც ჰანდე კადერის გვამი იპოვეს.

სტამბოლში გამართული გუშინდელ აქციას მხარდაჭერას უცხადებნენ ცნობილი თურქი სახეები. BBC-ის ცნობითვე, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ხმამაღალა მოუწოდებდნენ მოქალაქეებს ტრანსგენდერთა მკვლელობების წინააღმდეგ სტამბოლის დემონსტრაციას შეერთებოდნენ.

„ტრანსგენდერი ევროპის“ მონაცემების მიხედვით, თურქეთში ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობების რიცხვი ევროპაში ყველაზე მაღალია. „თუმცა, ტრანსგენდერებისთვის უსაფრთხო სივრცეს არც ერთი ქვეყანა არ წარმოადგენს“, – ნათქვამია 2016 წლის ანგარიშში.

ჰანდე კადერი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცდილობდა ტრანსგერთა მკვლელობებისა და უსამართლობისკენ მიემართა საზოგადოების ყურადღება. იგი ყოველთვის დემონსტრაციების წინა ხაზზე იდგა.

ჰანდე კადერი 2015 წლის ლგბტ პრაიდის დარბევისას პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევისას დააკავა

sub-buzz-25338-1471613913-1

2015 წელს პოლიციამ სტამბოლში, ტაქსიმის სკვერზე ყოველწლიური ლგბტი პრაიდის მსვლელობა აკრძალა. როდესაც ძალოსნები შეეცადნენ შეკრებილები წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაეშალათ, ჰანდე კადერი ერთ-ერთი იყო, რომელიც პოლიციას წინ აღუდგა.

კადერი ჟურნალისტებს საყვედურობდა, რომ ფოტოები გამოექვეყნებინათ. „თქვენ იღებთ ფოტოებს, თუმცა არ აქვეყნებთ. ჩვენი ხმა არავის ესმის“, – ამბობდა ის. თუმცა მკვლელობამ მისი ხმა სამუდამოდ დაახშო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კადერს ასე მოუსწრაფებდნენ სიცოცხლეს.

აქტივისტი საცხოვრებელ მინიმუმს სექს სამუშაოთი გამოიმუშავებდა, რითაც საკუთარ უსაფრთხოებას ყოველ ჯერზე რისკის ქვეშ აყენებდა. როგორც სხვა ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც იძულებული შეიქმნენ სექს სამუშაოში ჩართულიყვნენ, გარდაცვლილის მეგობრის თქმით, ჰანდე კადერი ქუჩაში მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალისხმევით ცდილობდა სხვა გზა ეპოვა.

ივნისში პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა ლგბტ პრაიდის დასაშლელად

თურქეთში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის კვლამინიჭების პროცესი გრძელი და მტკივნეულია. ბევრი ვერც კი ბედავს ტრანზიციის პროცესი დაიწყოს. ამის გამო, ტრანსგენდერი ადამიანები ვერ ცვლიან ID ბარათისთვის გენდერის მიხედვით შერჩეულ ფერს, რის გამოც არ შეუძლიათ ისეთ ადგილებში დასაქმედნენ, სადაც შედარებით უსაფრთხოდ იქნებიან.

სინემ ჰუნი, ადვოკატი, რომელიც ტრანს იდენტობის კვლავმინიჭების შემთხვევებზე მუშაობს, ამბობს, რომ სახელმწიფოს „უნდა დაინახოს“, რომ ტრანს კაცებს და ტრანს ქალებს გავლილი აქვთ გენიტალიური ოპერაციები, რათა დარწმუნდეს, რომ გენდერის კვლავმინიჭების პროცესი ფიზიკურად განხორციელებულია. ამავე დროს, მისი თქმით, სტერილიზაცია სავალდებულოა.

 „ბევრი ტრანსს არ შეუძლია შეიცვალოს იდენტობა 5 ან 6 წლის განმავლობაში“; – ამბობს სინემ ჰუნი. თურქეთში უკიდურესად მცირეა იმ ექიმების რიცხვი, რომლებსაც საკმარისი კვალიფიკაცია აქვთ შესაბამისი ოპერაციების ჩასატარებლად, რაც ძალიან ძვირი და რთული პროცესია.

ტრანს ქირურგია და სტერილიზაცია ევროპაში

  • აუცილებელია გენდერის კვლამინიჭებისთვის 24 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, თურქეთში, რუსეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში.
  • არ არის აუცილებელი 15 ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, იტალიასა და ესპანეთში.
  • გენდერის კვლავმინიჭების ოპერაცია უკანონოდაა მიჩნეული უნგრეთში, კვიპროსში, მოლდოვასა და ალბანეთში.
  • უნგრეთის და ალბანეთის კანონმდებლობა „ტრანსგენდერს“ არ ცნობს.

წყარო: „ტრანსგენდერი ევროპის“ ტრანს უფლებების ინდექსი ევროპაში

ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ბრძოლა სოციალური მიმღებლობისთვისა და ბრძოლა სიცოცხლისთვის ერთი და იგივეა. სამართლიანმა პროცესებმა და დემოკრატიულმა გამარჯვებებმა შეიძლება განსაზღვრონ ის, თუ როდის გახდებიან ისინი თურქეთში თუ სხვა ქვეყანაში თანაბარუფლებიანი მოქალაქეები, მაგრამ ტრანსგენდერები, ქვიარ ჯგუფის სხვა წევრები, ისევე როგორც მათი მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ ჰანდე კადერის მკვლელობა გარდამტეხი იქნება ტრანსგენდერთა მკვლელობების საპასუხოდ.

ქორწინების შესახებ რეფერენდუმი არ ჩატარდება

Georgy_Margvelashviliქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება, – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგზე გახდა ცნობილი. რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილება სწორედ პრეზიდენტმა მიიღო.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა.
საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხებოდა, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარებულიყო: – ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

დაინიშება თუ არა ქორწინების შესახებ რეფერენდუმი, პრეზიდენტი 30 დღეში გადაწყვეტს

giorgi margvlashviliცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კანონმდებლობის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო 224 ათასი ხელმოწერა. აქედან გაბათილდა – 23 652 და დარჩა 200 348 ხელმოწერა. ამის შედგომ ცესკომ მიიღო დასკვნა, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს.

საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: – ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს. ამ 30 დღის განმავლობაში მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან რეფერენდუმზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ. პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.

2013 წლის 17 მაისის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დიდი ალბათობით დღეს გამოცხადდება

17_maisi_3დღეს, 15 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევაში ბრალდებული პირების პროცესი გაიმართება. მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ უკვე მოისმინა ბრალდების მხარის სიტყვა. დღევანდელ პროცესზე, დაცვის შესავალი სიტყვების მოსმენის შემდეგ კი მან გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.

დღევანდელ პროცესზე  “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს.

ბრალდების მხარე დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობს და საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებულ სასულიერო პირსა და სამ მოქალაქეს 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ძალადობრივად ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, 2015 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლის საფუძველზე ბრალდებული სამი მოქალაქე და ერთი სასულიერო პირი გაამართლა.

წუხელ დაკავებული სამი ტრანსგენდერი მოქალაქე თავისუფალია

POLICE-TAPE2016 წლის 13 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ინგა კვაჭანტირაძის გადაწყვეტილებით, 13 ივლისის ღამის საათებში დაკავებული სამი ტრანსგენდერი მოქალაქე თავისუფალია.

ტრანსგენდერი მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) იურისტი, ციალა რატიანი იცავდა, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე სამართალდარღვევის საქმე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) შეწყდა.

13 ივლისს, 02:00 საათზე, ტრანსგენდერ მოქალაქეებს თავდამსხმელმა ნ.ბ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ციალა რატიანის თქმით, მიუხედავად მრავალჯერადი თხოვნისა, უცნობი პირი არ წყვეტდა შეურაცხყოფის მიყენებას, რის გამოც ტრანსგენდერი მოქალაქეები იძულებული გახდენენ საპატრულო ეკიპაჟი გამოეძახებინათ. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი ნ.ბ.-მ აღიარებითი ჩვენება მისცა, თუმცა ამტკიცებდა, რომ ტრანგენდერი მოქალაქეების მხრიდან თავად გახდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი. აღნიშნულის გამო, საპატრულო პოლიციამ ტრანსგენდერი მოქალაქეებიც დააკავა.

საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი მოქალაქეების მიმართ დავა შეწყვიტა. თავდამსხმელი ნ.ბ. 166-ე მუხლში დამნაშავედ იქნა ცნობილი და მას აღკვეთის სახით 100 (ასი) ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა.

სანდრო ბრეგაძე: ქორწინების შესახებ რეფერენდუმისთვის 200 000 ხმა მოგროვებულია

tsiala-liveქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებული სარეფერენდუმო საკითხის ერთ-ერთი ინიციატორის, სანდრო ბრეგაძის თქმით, საინციატივო ჯგუფს უკვე შეგროვებული აქვს 200 000-ზე მეტი ხელმოწერა, ამჟამად კი ამ ხელმოწერების ნოტარიულად დამოწმება მიმდინარეობს. ამის შესახებ ბრეგაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა დებატისას, სადაც მას ოპონირებას “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) იურისტი, ციალა რატიანი უწევდა. 
 
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წესების თანახმად, საინიციატივო ჯგუფმა სარეფერენდუმო კითხვის დაყენებისთვის საჭირო 200 000 ხმა შეკითვის დარეგისტრირებიდან 3 თვეში უნდა წარადგინოს. სარეფერენდუმო საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ ცესკომ რეგისტრაციაში 12 ივნისს გაატარა.
 
რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

სასტუმრო კოლხეთის მიმდებარედ, ბარში ტრანსგენდერი ქალი არყის ბოთლით დაჭრეს

POLICE-TAPEგუშინ, 6 ივნისს, საღამოს საათებში სასტუმრო “კოლხეთის” მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ.
როგორც “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) ადვოკატი ციალა რატიანი ამბობს, დანაშაული ჩადენილია ტრანსფობიური სიძულვილის ნიადაგზე; დაზარალებულს თავდამსხმელი ეკითხებოდა რომელი იყო მისი გენდერული იდენტობა, რის შემდეგაც მას არყის ბოთლით საფეთქლის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
 
ამჟამად მსხვერპლს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
 
მომხდარზე შსს-მ დაიწყო გამოძიება. საქმე აღძრულია 125 მუხლით (ცემა), რაც დაჯარიმებას ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა საბის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს

sabi1საქართველოს პროკურატურამ ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 25 მაისს გამოტანილ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურორ ნანა ჯაყელის ცნობით, უზენაეს სასამართლოს ჯერ არ ჩაუნიშნავს თარიღი, როდესაც საქმის განხილვა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე, სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმადაც ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქცნა ცნობილი საბი ბერიანის მკვლელობაში.

2015 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი ნაწილობრივ გაამართლა. განაჩენის თანახმად, ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საბი ბერიანის მკვლელობაში, ხოლო დამანაშავედ იქნა ცნობილი ბიანკა შიგუროვას ცემასა და ხანძრის განზრახ გაჩენაში.

ქორწინების შესახებ ცესკომ მორიგი სარეფერენდუმო კითხვა გააუქმა, ძველი – ძალაში რჩება

marriage4 ივლისს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი “გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?” გააუქმა.

სარეფერენდუმო საკითხი წარმოდგენილი იყო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა.

თუმცა ძალაში რჩება ცესკოს მიერ 12 ივნისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სარეფერენდუმო საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?” რეგისტრაციაში გატარდა.

შეგახსენებთ, ქორწინების თანაწორობასთან მიმართებაში ცესკოს უკვე დარეგისტრირებული აქვს სარეფერენდუმო საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?”