არგენტინის პრეზიდენტი ტრანსგენდერი აქტივისტის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს; მკვლელობა ბრაზილიაში
07 11 2015
გამოჩენილი არგენტინელი ტრანს აქტივისტი, დიანა საკაიანი, ბუენოს აირესში საკუთარ სახლში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. მისი სხეული 2015 წლის 13 ოქტომბერს აღმოაჩინეს და პოლიცია საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. ამჟამად ეძებენ ორ ეჭვმიტანილს. საკაიანი ცნობილი იყო თავისი ჩართულობით ანტიდისკრიმინაციულ მოძრაობაში და საერთაშორისო გეი, ლესბოსურ, ბისექსუალ, ტრანსგენდერ და ინტერსექს ასოციაციაში (ILGA). არგენტინის პრეზიდენტმა, კრისტინა კირჩნერმა, მოუწოდა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს, თავის თავზე აიღონ საქმის გამოძიება. კირჩნერი იცნობდა მსხვერპლს. მედიაში გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, ეს თვის განმავლობაში ტრანსგენდერი ადამიანის მესამე მკვლელობაა არგენტინაში. ერთი კვირით ადრე გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი არგენტინელი ტრანსგენდერი ქალის, ჩოკობარ მარსელას, მკვლელობის შესახებ. ბრაზილიაში, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის 7 ოქტომბერს მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი, რაფაელა კაპუჩი. მკვლელობის გარემოებების შესახებ ადგილის გარდა სხვა ცნობები არ მოიპოვება წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის