4 ოქტომბერი: ლესბოსელთა საერთაშორისო დღე

4 ოქტომბერი: ლესბოსელთა საერთაშორისო დღე

ავსტრალიაში აღმოცენებული ლესბოსელთა საერთაშორისო დღის წარმომავლობა დღემდე უცნობია, თუმცა ეს დღე ფართოდ აღინიშნება ლესბოსელებისა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველი წლის 4 ოქტომბერს.

ბრიზბეინში ამ დღესასწაულის აღნიშვნა შუადღისას დაიწყება, ქუინსლენდის ლესბოსური ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით. ფესტივალი ლესბოსური გამოფენით დაიწყება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ლესბოსელი მხატვრები, პროდუქცია, ჯგუფები, ღონისძიებები და ბევრი სხვა რამ.

„ ეს განსაკუთრებული დღეა ლესბოსელებისა და მათი მეგობრებისთვის, ამიტომ ყველას ვეპატიჟებით მოვიდეს და ქალთა ამ შესანიშნავ ჯგუფთან ერთად აღნიშნოს ეს დღე!“ განუცხადა სააგენტო QNews-ს ლესბოსელთა საერთაშორისო დღის სპიკერმა მონიკ ფორესტმა.

წყარო