მთავარი სიახლეები

ბოლო სიახლეები

  • transgender-law არაღიარებული გენდერული იდენტობის შესახებ - სოციალური როლი არის ქცევა, რომელიც მოსალოდნელია გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე პირისაგან. სოციალური სტატუსი გარემოს მიხედვით იცვლება და სწორედ გარემოზეა დამოკიდებული გარკვეული სტატუსის მქონე პირების ცხოვრების ხარისხი. მაგალითად, თუ სახელმწიფო ვერ იცავს საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს სხვადასხვა სივრცეებში დისკრიმინაციისგან, ეს პირდაპირ აისახება ამ ჯგუფების მდგომარეობაზე საზოგადოებაში. საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა სოციალური როლიც უხილავია სახელმწიფოსთვის, რადგან ისინი ვერ … სრულადRead more
  • 2015051213273423131 ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ანუ რაში ჭირდება ადვოკატი?! - ,,როცა დანაშაულს არ ერქმევა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სახელი, პოლიცია საზოგადოებაში აგზავნის იმავე მესიჯს, რასაც მკვლელი’’.[1] ჯუდით ბატლერი ლგბტ ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, თემის წევრები, მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, იშვიათად მიმართავენ პოლიციას. ამის მიზეზად მათი დიდი ნაწილი ასახელებს პოლიციის მიმართ უნდობლობას.  სამართალდამცავი ორგანოები არ აწარმოებენ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ოფიციალურ … სრულადRead more
  • _90862656_f83e102e-fd6d-41d9-a3b3-4f2247677dfe თურქეთში ტრანსი ქალის, ჰანდე კადერის წამებით მკვლელობას მასობრივი აქციებით პასუხობენ - ტრანსგენდერი აქტივისტის და სექს-მუშაკის, ჰანდე კადერის მკვლელობას თურქეთმა მასობრივი საპროტესტო აქციებით უპასუხა. კვირას, 21 აგვისტოს, თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქში, სტამბოლში აქციის მონაწილეები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღკვეთას და ჰანდე კადერის მკვლელობის სამართლიან გამოძიებას ითხოვდნენ. ტრანსგენდერი აქტივისტი აგვისტოს დასაწყიში დაწვეს, მას შემდეგ რაც გააუპატიურეს. 22 წლის კადერის სხეული დასახიჩრებულ და დამწვარ მდგომარეობაში იქნა აღმოჩენილი სტამბოლის ერთ-ერთი უბნის, ზაქერიაკოის მახლობლად. … სრულადRead more
  • Georgy_Margvelashvili ქორწინების შესახებ რეფერენდუმი არ ჩატარდება - ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება, – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგზე გახდა ცნობილი. რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილება სწორედ პრეზიდენტმა მიიღო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა. საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას … სრულადRead more
  • giorgi margvlashvili დაინიშება თუ არა ქორწინების შესახებ რეფერენდუმი, პრეზიდენტი 30 დღეში გადაწყვეტს - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კანონმდებლობის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო 224 ათასი ხელმოწერა. აქედან გაბათილდა – 23 652 და დარჩა 200 348 ხელმოწერა. ამის შედგომ ცესკომ მიიღო დასკვნა, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს. საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო … სრულადRead more
  • 17 may მოსამართლის მივლინების გამო 2013 წლის 17 მაისის საქმე გადაიდო - თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისის საქმეზე დღეს ჩანიშნული პროცესი, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იყო მოსალოდნელი, 2016 წლის 21 სექტემბრამდე გადაიდო. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი მოსამართლე გერონტი კახეთელიძის მივლინება გახდა. შეგახსენებთ, 2015 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის … სრულადRead more
  • 17_maisi_3 2013 წლის 17 მაისის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დიდი ალბათობით დღეს გამოცხადდება - დღეს, 15 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევაში ბრალდებული პირების პროცესი გაიმართება. მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ უკვე მოისმინა ბრალდების მხარის სიტყვა. დღევანდელ პროცესზე, დაცვის შესავალი სიტყვების მოსმენის შემდეგ კი მან გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს. დღევანდელ პროცესზე  “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს. ბრალდების მხარე დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობს … სრულადRead more
  • POLICE-TAPE წუხელ დაკავებული სამი ტრანსგენდერი მოქალაქე თავისუფალია - 2016 წლის 13 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ინგა კვაჭანტირაძის გადაწყვეტილებით, 13 ივლისის ღამის საათებში დაკავებული სამი ტრანსგენდერი მოქალაქე თავისუფალია. ტრანსგენდერი მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) იურისტი, ციალა რატიანი იცავდა, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე სამართალდარღვევის საქმე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) შეწყდა. 13 ივლისს, 02:00 საათზე, ტრანსგენდერ მოქალაქეებს თავდამსხმელმა ნ.ბ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა … სრულადRead more
  • tsiala-live სანდრო ბრეგაძე: ქორწინების შესახებ რეფერენდუმისთვის 200 000 ხმა მოგროვებულია - ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებული სარეფერენდუმო საკითხის ერთ-ერთი ინიციატორის, სანდრო ბრეგაძის თქმით, საინციატივო ჯგუფს უკვე შეგროვებული აქვს 200 000-ზე მეტი ხელმოწერა, ამჟამად კი ამ ხელმოწერების ნოტარიულად დამოწმება მიმდინარეობს. ამის შესახებ ბრეგაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა დებატისას, სადაც მას ოპონირებას “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) იურისტი, ციალა რატიანი უწევდა.    შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წესების თანახმად, საინიციატივო ჯგუფმა სარეფერენდუმო … სრულადRead more
  • POLICE-TAPE სასტუმრო კოლხეთის მიმდებარედ, ბარში ტრანსგენდერი ქალი არყის ბოთლით დაჭრეს - გუშინ, 6 ივნისს, საღამოს საათებში სასტუმრო “კოლხეთის” მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. როგორც “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) ადვოკატი ციალა რატიანი ამბობს, დანაშაული ჩადენილია ტრანსფობიური სიძულვილის ნიადაგზე; დაზარალებულს თავდამსხმელი ეკითხებოდა რომელი იყო მისი გენდერული იდენტობა, რის შემდეგაც მას არყის ბოთლით საფეთქლის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.   ამჟამად მსხვერპლს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება … სრულადRead more
  • sabi1 პროკურატურა საბის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს - საქართველოს პროკურატურამ ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 25 მაისს გამოტანილ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურორ ნანა ჯაყელის ცნობით, უზენაეს სასამართლოს ჯერ არ ჩაუნიშნავს თარიღი, როდესაც საქმის განხილვა გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე, … სრულადRead more
  • marriage ქორწინების შესახებ ცესკომ მორიგი სარეფერენდუმო კითხვა გააუქმა, ძველი – ძალაში რჩება - 4 ივლისს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი “გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?” გააუქმა. სარეფერენდუმო საკითხი წარმოდგენილი იყო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა. თუმცა ძალაში რჩება ცესკოს მიერ 12 ივნისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც … სრულადRead more
  • domestic_violence_help “მამაჩემთან გავაკეთე ქამინგაუთი…” – ოჯახში ძალადობა ლგბტ პირთა მიმართ - ,,მამაჩემთან გავაკეთე „ქამინგაუთი”, ბებიაჩემი ისედაც ხვდებოდა, მაგრამ არ ვიცი, არაფერს მეუბნებოდა. ჩემი და, თავიდანვე იცოდა ჩემს შესახებ, მაგრამ არ ქონდა პრობლემა, მაგრამ ბოლოს გაუჩნდა ისეთი აგრესია, რომ ვერც იტყვი, რომ მართლა ჩემი და არის. ბოლოს, რომ ეს ყველაფერი მივიდა დედაჩემამდეც. აი,  ძაან მაგარი სქემა მოიგონა, როგორ ჩამკეტოს სახლში და მერე გამომასწოროს თუ არა და მაშინ, … სრულადRead more
  • POLICE-TAPE 25 ივნისის ღამეს თავდამსხმელმა ტრანსგენდერი ქალი ლურსმნიანი ჯოხით სცემა - 2016 წლის 25 ივნისის ღამეს, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო. კერძოდ, როგორც დაზარალებული ამბობს, თავდამსხმელმა მას მარჯვენა მკლავზე ჭრილობები ლურსმნიანი ჯოხით მიაყენა. დაზარალებულის ინფორმაციით, მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს არც დამნაშავის დაკავება უცდიათ და არც სხვა სახის რეაგირება განუხორციელებათ. აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად დანაშაულის ადგილას შეკრებილმა … სრულადRead more
  • Lesbian couple smile at each other during wedding ceremony ცესკომ სამოქალაქო ქორწინების შესახებ სარეფერენდუმო კითხვა დაარეგისტრირა - საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ივნისის სხდომაზე სამოქალაქო ქორწინების, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირის, განსაზღვრის სარეფერენდუმო კითხვა რეგისტრაციაში გაატარა. ცესკომ  ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის მიერ 13 მაისს წარმოდგენილი სარეფერენდუმო საკითხის ფორმულირება დააზუსტა; კომისიის გადაწყვეტილებით საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა და მათ მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმო  საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც … სრულადRead more
  • sexual_harassment სექსუალური შევიწროების კანონპროექტით, პირს 500-დან 2 500 ლარამდე ჯარიმა დაეკისრება - იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტით დგინდება პასუხისმგებლობა სექსუალური შევიწროებისათვის, მათ შორის შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი (სიტყვიერი ან ფიზიკური) ქცევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. პასუხსიმგებლობის ზომა იზრდება … სრულადRead more
  • partizani gogoebi უვადო პატიმრობა – პარლამენტი ფემიციდის შესახებ კანონპროექტს განიხილავს - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეს, დეპუტატების, თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის მიერ ფემიციდის შესახებ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, ქალის გენდერული ნიშნით მოტივირებული, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა ისჯება 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იგივე ქმედება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები … სრულადRead more
  • 1415794331329494 საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე სასამრთლომ განაჩენი გამოაცხადა - დღეს, 2016 წლის 25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე, სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმადაც ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქცნა ცნობილი საბი ბერიანის მკვლელობაში. 2014 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისში, პეკინის ქუჩა #14ბ, ბინა 32-ში, ურთიერთშელაპარაკების დროს წარმოქმნილი კონფლიქტისას, ლევან კოჭლაშვილმა … სრულადRead more
  • DSC_0057 copy copy ერთი დღე “ჰომოფობიის ლაბირინთში” - “ვისგმა” (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 16 მაისს ლიტერატრულ კაფე “ნოველაში” გამოფენა-ინსტალაციას “ჰომოფობიის ლაბირინთი – labyrinth of homophobia” უმასპინძლა. გამოფენის მთავარი მიზანი იყო, შეეხსენებინა დამთვალიერებლებისთვის თუ როგორ პირობებში უწევთ ლგბტი და ქვიარ ადამიანებს ცხოვრება, როგორია მათი ყოველდღიურობა ჰომ/ბი/ტრანსფობიურ გარემოში. გამოფენა-ინსტალაციის ერთ-ერთ სივრცეს ჰომოფობიური გვირაბი ერქვა. ეს იყო ჰომოფობური სივრცე … სრულადRead more
  • idahot 17 მაისთან დაკავშირებული ახალი ამბები მთელი მსოფლიოდან - ამ სტატიაში გაერთიანებულია იმ ღონისძიებების მცირე ნაწილი, რომელიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (შემდგომში IDAHOT) აღსანიშნად ჩატარდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მარტის დასაწყისში მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციამ (WPA) დაადასტურა, რომ არც ერთი ტიპის სექსუალობა სექსუალობა არ უნდა განიხილებოდეს ფსიქიკურ დაავადებად. წამყვანი გლობალური ორგანიზაციის ოფიციალური განცხადებით, სექსუალური და გენდერული მრავალდფეროვნების კრიმინალიზება და ფსიქიკურ აშლილობად კლასიფიცირება არასწორი პრაქტიკაა. ამ ჯგუფმა ასევე უარყო და უვარგისად ცნო … სრულადRead more
  • wpa მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ - მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციამ (WPA), რომელიც მრავალი ქვეყნიდან აერთიანებს დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს, გენდერულ იდენტობასთან, ჰომოსექსუალურ ორიენტაციასთან, მიმზიდველობასა და ქცევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია ხაზგასმით ადასტურებს, რომ სექსუალურ ორიენტაციასა და ტრანსგენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული სოციალური სტიგმით და მისი თანმდევი დისკრიმინაციით გამოწვეული სტრესი საჭიროებს შესაბამის მხარდაჭრას ფსიქიკური ჯანმთელობის კუთხით. “ბოლო დროს ბევრ ქვეყანაში მიმდინარე პოლემიკა ააშკარავებს საჭიროებას, მოხდეს ჰომოსექსუალურ ორიენტაციასთან, მიმზიდველობასთან და ქცევასთან … სრულადRead more
  • A new flagpole and rainbow flag raised today at Taylor square in Darlinghurst. 8th October 2014.
Picture by DAMIAN SHAW.com / CITY OF SYDNEY “ვისგის” დაცვის ქვეშ მყოფი ლგბტ აქტივისტების მიმართ სასამართლომ საქმე შეწყვიტა - დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ჭალიძემ განიხილა 16 მაისის ღამეს დაკავებული ორი ლგბტ აქტივიტის საქმე. აღნიშნული პირების მიმართ მოსამართლემ საქმე შეწყვიტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 45-ე (ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) და 173- ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო … სრულადRead more
  • square-logo_0 ILGA-Europe: საკანონმდებლო ცვლილებები არ უდრის რეალურ ცხოვრებაში ცვლილებებს - “ცისარტყელა ევროპა 2016” (Rainbow Europe 2016), ასე ჰქვია ყოველწიურ ანგარიშს, რომელიც ევროპის მასშტაბით ასახავს ლგბტ ადამიანთა მდგომარეობას.  „ილგა ევროპის“ ანგარიშის  შედეგები კი 2016 წლის 10 მაისს  ჰომოფობიის,  ტრანსფობიის და ბიფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ მეოთხე ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოქვეყნდა. ანგარიშში საუბარია გამოვლენილ მზარდად არათანასწორ განვითარების სურათზე ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანს და ინეტერსექს ადამიანებთან მიმართებაში მთელი ევროპის მასშტაბით. … სრულადRead more
  • download სოციალური მედია და რთული გამოცდილებიდან „გამოჯანმრთელების“ უნარების გაძლიერება ლგბტი თემში - კვლევითი ბლოგი – სოციალური მედია და რთული გამოცდილებიდან „გამოჯანმრთელების“ უნარების გაძლიერება ლგბტი თემში დღესდღეობით ბევრ ქვეყანაში მოქმედებს დისკრიმინაციული კანონი ლგბტი ადამიანების წინააღმდეგ. მიუხედავად ამ ქვეყნებში არსებული არახელსაყრელი ვითარებისა, ლგბტი მოსახლეობა მაინც ინარჩუნებს რთულ სიტუაციასთან გამკლავების უნარს [1]. ამ ადამიანებისთვის ეს უნარი არის საშუალება იმისა, გამოასწორონ მათი ცხოვრების გარკვეული ასპექტები [1]; მათთვის ეს არის რთული გამოცდილებიდან სწრაფი „გამოჯანმრთელების“ შესაძლებლობა. სექსუალური იდენტობის ფორმირების … სრულადRead more
  • არკანი, ირანი სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია - მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ინტერსექსი და ტრანსგენდერი ადამიანები ზოგ ადგილას ადამიანის ფუნდამენტური უფლებებითაც ვერ სარგებლობენ. იქ, სადაც შეუწყნარებლობის შიშით ადამიანები ჩუმად არიან, ფოტოგრაფმა რობინ ჰამონდმა (Robin Hammond) ფოტოპროექტი „სადაც სიყვარული აკრძალულია“ განახორციელა. პროექტში ლგბტი ადამიანები დისკრიმინაციისა და გადარჩენის ისტორიებს უზიარებენ მაყურებელს. რობინ ჰამონდს სოციალური უსამართლობისა და უთანასწორობის დოკუმენტირებისა და აღწერისთვის არაერთი … სრულადRead more
  • Calendar on white background. 17 May. 3D illustration. რა არის 17 მაისი? - მოკლე მიმოხოლვა ეს მოძრაობა 2004 წელს შეიქმნა იმისათვის, რომ მაღალჩინოსნების, ანალიტიკოსების, სოციალური მოძრაობების, საზოგადოების და მედიის ყურადღება იმ დისკრიმინაციის მიმართ მიეპყრო, რომელსაც ლგბტი (LGBTI) ადამიანები განიციდიან მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ათწლეულის შემდეგ, 17 მაისი ჩამოყალიბდა, როგორც ერთდადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი ლგბტი თემების მსოფლიოს მასშტაბით მობილიზებისთვის. ეს დღე წარმოადგენს ყოველწლიურ ორიენტირს იმისათვის, რომ მიიპყროს მაღალჩინოსნების, მედიის, საზოგადოების, … სრულადRead more
  • pwa მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია საჩვიდმეტმაისოდ განცხადებას აქვეყნებს - მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია ადასტურებს, რომ ჰომოსექსუალობა არ არის პათოლოგია. აღნიშნულის შესახებ ასოციაციამ 17 მაისამდე, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღემდე (IDAHOT), ერთი თვით ადრე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაცია (WPA) უარყოფს და ეწინააღმდეგება ჰომოსექსუალობის, როგორც მენტალური აშლილობის, კლასიფიცირებას. აღსანიშნავია, რომ წელს IDAHOT-ის ღონისძიებები ძირითადად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე იქნება ფოკუსირებული. მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაცია (WPA) წარმოადგენს 200 000-ზე მეტ ფსიქიატრს … სრულადRead more
  • 17 may მოსამართლეს, რომელიც 17 მაისის საქმეს იხილავდა, სამოსამართლეო ვადა ამოეწურა - სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე მარინა ხოლოაშვილს, რომელიც 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით სასულიერო პირის, ირაკლი ბასილაიას და სხვების საქმეს იხილავდა, სამოსამართლეო ვადა ამოეწურა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მარინა ხოლოაშვილის სამოსამართლეო უფლებამოსილების 10 წლიანი ვადის ამოწურვის გამო, 2013 წლის 17 მაისის საქმე მოსამართლე გერონტი კახეთელიძის დაეწერა. შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიისა … სრულადRead more
  • IMA58958 შვედეთში ტრანსგენდერი ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ - გუშინ შვედეთის მთავრობამ ინიციატივის შესახებ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად იძულებითი სტერილიზაციის მსხვერპლი ტრანსგენდერი ადამიანები შვედეთის სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ. ინიციატივას, რომელიც წარსულში დაშვებული შეცდომების  – ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ფიზიკურ ხელშეუხებლობის უფლების დაღვევა – გამოსწორებას ისახავს მიზნად „ტრანსგენდერი ევროპა“ (TGEU) მიესალამა. 2013 წლამდე, შვედეთში იძულებითი სტერილიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებებს უხეშად ლახავს, აუცილებელი წინაპირობა იყო გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის. 2013 წელს … სრულადRead more
  • sabi1 საბი ბერიანის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 25 მაისს გამოცხადდება - მოკლული ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის საქმის განხილვა  25 მაისს, 16 საათზე გაიმართება. დღეს საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან კოჭლოშვილის მხარეს მომხდარის შესახებ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვა, თუმცა მოსამართლე გიორგი ჩემიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პროცესი გადადო. პროკურატურამ ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა 16 მარტს გამართულ პროცესზე წარმოთქვა. სახელმწიფო ბრალდების მხარემ 2015 წლის 7 აგვისტოს საქალაქო სასამართლოს მიერ … სრულადRead more
  • tatia samkharadze თათია სამხარაძე სექსუალური შევიწროების ფაქტზე შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლებს - მსახიობი თათია სამხარაძე (ტასო ბარნოვა) სექსუალური შევიწროების ფაქტზე მის ყოფილ უფროსს, შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლებს. აღნიშნულის შესახებ თათია სამხარაძემ და ქალთა მოძრაობის წევრებმა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოში” პრესკონფერენცია გამართეს. როგორც თათია სამხარაძემ განაცხადა, ტელეწამყვან შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროვების  გამო იგი იძულებული გახდა სამსახურიდან წამოსულიყო. სამხარაძემ დახმარების თხოვნით ტელეკომპანია “იმედის” დირექციას მიმართა. შალვა რამიშვილი თანამდებობიდან … სრულადRead more
  • evrosabwo “ჰომოფობიურ დანაშაულებზე სამუშაოდ პოლიციაში საგანგებო დანაყოფი უნდა შეიქმნას” - ევროსაბჭოს ანტირასისტული და ანტიჰომოფობიური კომისია – ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) – საქართველოს მიმართ მოხსენებას ქართულ ენაზე აქვეყნებს. მოხსენებაში ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს ხელისუფლებას  ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენის, რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური ძალადობის წინააღდეგ ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. საქართველოს შესახებ მოხსენება ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) კვლევებსა და ანგარიშებსაც ეყრდნობა. მოხსენებაში … სრულადRead more
  • untitled-drawing-1 ღონისძიებები, რომლითაც ხვალ ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღე აღინიშნება - 31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი, პირველად, 2009 წელს აღინიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში – 2009 წლის 31 მარტს, მიჩიგანში, პირველად ჩატარდა აქცია, რომლის მონაწილეებიც თავიანთი იდენტობის აღიარებასა და დაცვას მოითხოვდნენ. მესიჯი, რომლის გადმოცემაც აქტივისტებს ამ აქციით უნდოდათ, შემდეგნაირად ჟღერს: “ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვართ ტრანსგენდერი ადამიანები, ჩვენ ვიმსახურებთ სრულფასოვან ცხოვრებას და არ უნდა გვეშინოდეს … სრულადRead more
  • პროკურატურა სასამართლოში მასწავლებლის მიერ 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის 3 საქმე იხილება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, დასჯადია სქესობრივი კავშირი, გეი ან ლესბოსური, ან სხვა სახის სექსუალური კონტაქტის დამყარება 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. საქართველოს მთავრმა პროკურატურამ 2015 წლის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გამოძიებადაწყებული 189 სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა. როგორც პროკურატურის ანგარიშში ვკითხულობთ, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივ ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება შემთხვევათა დიდ … სრულადRead more
  • 17 may 17 მაისის საქმეზე დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს განჩინების ძალაში დატოვება მოითხოვა - სააპელაციო სასამართლოში, 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით სასულიერო პირის, ირაკლი ბასილაიას და სხვების საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს. საქმეზე შემდეგი პროცესი, რომელზეც მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოადგენენ, 2016 წლის 12 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება. შემდეგ პროცესზე წარმოდგენილი იქნება აგრეთვე EMC-ის სასამართლო მეგობრის მოსაზრებაც. დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ყველა იმ ვიდეო მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც ბრალდებულების: … სრულადRead more
  • natia gvianishvili 2 ნათია გვიანიშვილი ლგბტ საკითხებზე გაეროში წარდგენილი ანგარიშის შესახებ - “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” (WISG) ილგა-ევროპასთან ერთად  ლგბტ ადამიანის უფლებათა საკითხებზე გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (Universal Periodical Review) 23-ე სესიაზე ჩრდილოვანი ანგარიში წარადგინა. როგორც “ვისგის” დირექტორი, ნათია გვიანიშვილი ამბობს, “ვისგისა” და “ილგა-ევროპის” მიერ შედგენილი დოკუმენტი საქართველოდან სპეციფიკურად ლგბტ საკითხებზე წარდგენილი ერთადერთი ანგარიშია. ანგარიში “ვისგის’ მიერ ჩატარებულ ახალ კვლევებსა და ანგარიშებს, ასევე საქართველოში ლგბტ ადამიანის უფლებების სფეროდან დოკუმენტირებულ სხვადასხვა მასალებს ეყრდნობა. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” … სრულადRead more
  • 1415794331329494 საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა თქვა - 2014 წლის 11 ნოემბერს საკუთარ ბინაში ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე დღეს, 16 მარტს სახელმწიფო ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სიტყვა თქვა. დაცვის მხარის საბოლოო სიტყვის მოსასმენად კი პროცესი 20 აპრილს, 14 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურამ დღევანდელ პროცესზე 2015 წლის 7 აგვისტოს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მართლმსაჯულების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე არაადეკვატურ და უსამართლო გადაწყვეტილებად … სრულადRead more
  • IMG_2303 ალა პარუნოვა: კლასის, გენდერის და სექსუალობის კვეთისას ჩაგვრა მძაფრდება - „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ ვუერთდებით „ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფისა“ და სხვა მოძრაობებისა თუ ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სარვამარტო მსვლელობას, რომელიც წელს შრომით უფლებებს ეთმობა. მაშინ, როდესაც სახელმწიფო მკაცრად განსაზღვრულ ნეოლიბერალურ პოლიტიკას ახორციელებს ქვეყანაში, ირღვევა დასაქმებულთა უფლებები, და ხშირად სიცოცხლეც კი საფრთხის ქვეშაა (ამის ნათელი მაგალითია ტყიბულის მეშახტეების გაუსაძლისი სამუშაო პირობები). ხოლო, როდესაც ადამიანის კლასი ასევე იკვეთება ისეთ კატეგორიებთან, როგორიცაა … სრულადRead more
  • IMG_2289 აია ბერაია: გათხოვება არ არის “რომანტიკული თავგადასავალი” - “ამ სლოგანით გვსურს, მოვუწოდოთ ქალებს, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ მჩაგვრელ სისტემებს, რომელიც მათ ადგილს ოჯახში განუსაზღვრავს და არა საჯარო სფეროში. გარდა იმისა, რომ გათხოვება მათ მოვალეობად არ უნდა აღიქმებოდეს, ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ გათხოვება არ არის “რომანტიკული თავგადასავალი”, არამედ ერთგვარი შრომითი ურთიერთობა, სადაც ქალი ოფიციალური ანაზღაურების გარეშე ემსახურება ქმარს და “სიყვარულისა” ან/და “მოვალეობის” სახელით ხდება მისთვის … სრულადRead more
  • log NGO-ები: რამაზ საყვარელიძის განცხადებები ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილს აღვივებს - არასამთავრობო ორგანიზაციები: “ვისგი” (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი), “ლგბტ საქართველო, “თემიდა”, “იდენტობა” და “ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი” 2016 წლის 29 თებერვალს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლის, რამაზ საყვარელიძის მიერ ბისექსუალობის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან და ამ განცხადებებს სიძულვილის ენად აფასებენ. “როდესაც საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის რევიზიის შედეგებს (დაწყებითი საფეხური) განიხილავდნენ, რამაზ … სრულადRead more

პარტნიორები