ქალის სასქესო ორგანოების ანატომია


.

ქალის სასქესო ორგანოები იყოფა გარე და შიდა ორგანოებად. გარე სასქესო ორგანოებში შედის: ბოქვენი, დიდი სასირცხო ბაგეები, მცირე სასირცხო ბაგეები, კლიტორი, საშვილოსნოს ყელი. საქალწულე აპკი არის საზღვარი გარე და შიდა სასქესო ორგანოებს შორის.

შიდა სასქესო ორგანოებში მოთავსებულია სხეულის შიგნით, ე.წ. მცირე მენჯის ღრუში. შიდა სასქესო ორგანოებში შედის: საშვილოსნო, საშო, საშვილოსნოს დანამატები (საშვილოსნოს მილები და საკვერცხეები).

საკვერცხეებში, რომლებიც საშვილოსნოს ორივე მხარეს არის განთავსებული, ხდება კვერცხუჯრედების ზრდა და მომწიფება. საკვერცხეები აგრეთვე გამოიმუშავებენ მენსტრუალური ციკლის მარეგულირებელ ჰორმონებს.

ფალოპის (კვერცხსავალის) მილები საკვერცხეებს საშვილოსნოსთან აერთებენ. მილი შიგნიდან ამოფენილია მცირე ზომის ბუსუსებიანი გარსით, რომელიც საკვერცხიდან გამოსულ კვერცხუჯრედს ეხმარება საშვილოსნოს მიმართულებით მოძრაობაში.

საშვილოსნო ღრუ ორგანოს წარმოადგენს. ზომით იგი დაახლოებით მუშტის ტოლია. განაყოფიერების შემდეგ კვერცუჯრედი საშვილოსნოს შიგნითა გარსს მიემაგრება, რის შემდეგაც იწყება ორსულობის პროცესი.

საშვილოსნოს ყელი მდებარეობს საშვილოსნოს ქვედა ნაწილში, ხოლო მასში გამავალი წვრილი არხი წარმოადგენს ერთადერთ გასასვლელს საშოში. ჩვეულებრივ, არხის სანათური ფანქრის წვერზე დიდი არ არის, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად ფართოვდება მშობიარობის დროს.

საშოს (ვაგინის) გარეთა ნაპრალი დიდ სასირცხო ბაგეებს შორის მდებარეობს. საშო რბილკედლებიან მილს წარმოადგენს, საიდანაც მშობიარობის დროს ბავშვის გამოსვლა ხდება. აქ ათავსებს მამაკაცი სასქესო ასოს (პენისს) სქესობრივი კავშირის დროს და აქედანვე ხდება მენსტრუალური სისხლდენა.

საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”

Popularity: 61% [?]