„ფინქ არმენიას“ ისტორიული მემორანდუმი
14 06 2011

2011 წლის 4 ივნისს, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ფარგლებში, სომხეთის სახალხო დამცველმა და ორგანიზაცია Pink Armenia–მ ხელი მოაწერეს ისტორიულ მემორანდუმს, რომელიც ლგბტ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მათ თანამშრომლობას გულისხმობს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელმაც შეიძლება შედეგად მოიტანოს პრაქტიკული მექანიზმებისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავება სომეხი ლგბტ ადამიანების დასაცავად. ასევე აღსანიშნავია, რომ ლგბტ ადამიანები სომხეთის ისტორიაში პირველად იქნენ ნახსენები ოფიციალურ დოკუმენტაციაში.

.წყარო:http://gayarmenia.blogspot.com/2011/06/historic-memorandum-between-armenia.html?spref=tw



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან