ინდოეთი გეი წყვილებს სუროგატი დედებისთვის მიმართვას უკრძალავს
25 02 2011

ინდოეთი აპირებს გეი წყვილებს სუროგატი დედებისათვის მიმართვა აუკრძალოს.

ქვეყანაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს მიეცემათ სუროგატი დედების მომსახურების გამოყენების უფლება.

ერთად მცხოვრები დაქორწინებული და დაუქორწინებელი ჰეტეროსექსუალი წყვილები, შეძლებენ სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვის ყოლას თუკი, ქალები საკუთარი უშვილობის დადასტურებას შეძლებენ.

ინდოეთი ერთ-ერთ პირველი დანიშნულების ადგილია ჰომო და ჰეტეროსექსუალი წყვილებისათვის, რომელთაც სუროგატი დედების მომსახურებისთვის სურთ მიმართვა. ამის მიზეზი ისაა, რომ ინდოეთში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ამ პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები საგრძნობლად დაბალია.

დიდ ბრიტანეთში მარტოხელა ადამიანებს არ შეუძლიათ სრული იურიდიული უფლება მოიპოვონ სუროგატი დედის მიერ გაჩენილ ბავშვზე - ეს პრობლემა დიდ გავლენას ახდენს მარტოხელა გეი მამაკაცებზე.

გასული თვის მთავარი სიახლე ესპანელ გეი წყვილს ეხება, რომელსაც ინდოელი სუროგატი დედისგან ტყუპები შეეძინა.

დელის ბავშვთა უფლების დაცვის კომისიამ შესაბამის კლინიკას ახსნა-განმარტება მოსთხოვა ჩატარებულ პროცედურებთან დაკავშირებით, იმ ვარაუდით, რომ მომხდარი კანონიერების ფარგლებს სცდებოდა.

ზემოხსენებული ბილის თანახმად სუროგატი დედების ასაკი 21-35 წელი უნდა იყოს და მათ 5 ბავშვზე მეტის გაჩენა ეკრძალებათ, მათი საკუთარი შვილების ჩათვლით.

მომავალ მშობლებს ლეგალური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ თუკი ისინი უარს იტყვიან მშობიარობისას დაშავებული ბავშვის აყვანაზე. გარდა ამისა უცხოელ წყვილებს და პირებს ევალებათ ბავშვს, ადგილობრივი მეურვე დაუნიშნონ, სანამ იგი მათ ოფიციალურად გადაეცემა.

წყარო:

http://www.pinknews.co.uk/2011/02/25/india-bans-gay-couples-from-surrogacy/



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება