სქაიფოლის ჩანაწერები: ძველი დღიურიდან
მოსაღამოვდა. გამწარებული, სწრაფად ვიკეთებ  ახალ მაკიაჟს. აგერ მობნელდა ნელნელა, "ცოტა დავლიოს" პრინციპით ვიწყებ სმას, იმ იმედით, რომ ვიქნები მეტად ნიჭიერი მსახიობი ეგრედ წოდებულ კლიენტთან, შეთრობის შემდგომ ვიძახებ ტაქსის, რომელსაც გულისყურით ვაკვირდები აივნიდან. თავდასხმის და ზოგადი ტრანსფობიური დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად ისე ვმოქმედებ, როგორც კარგი მესაზღვრე. მზვერავივით რენტგენს ვუტარებ მთლიანად კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას და როცა დავრწმუნდები, რომ ჩემი ჩასვლა, სადარბაზოდან გასვლა და ტაქსიმდე მისვლა უსაფრთხოა,  მაშინვე გამალებით, აჩქარებული ნაბიჯებით, თავდახრილი მივემართები დაბლა. ამ თავდახრასაც თავისი მიზეზი აქვს. თმა წინ, სახეზე მეყრება და სახეს ვმალავ, თითქოს ვთავისუფლდები შიშისგან და სტრესისგან, ან ჩემი კომპლექსებისგან, რომელიც ხალხის მიმართ მაქვს. როცა მოვთავსდები ტაქსის უკანა სავარძელზე, თამამად ამოვისუთქებ. სად მივდივართ, მძღოლი მეკითხება.  რა თქმა უნდა ვუთითებ ტრანსგენდერ ქალთა თავშეყრის ადგილს და მივემართები სხვა მეგობრების სანახავად...
‹‹
1
››